ასეთ გამოკვებაზე უარი თქვით, რომ პრეტენზიული ორქიდეა არ დაზიანდეს

324

ორქიდეა ეგზოტიკური, ძალიან ლამაზი, მაგრამ პრეტენზიული მცენარეა, რომელიც სათანადო მოვლას მოითხოვს. ასეთ პირობებში დიდებულად აყვავდება და უჩვეულო სილამაზით გაგახარებთ. მცენარე სპეციალური სასუქით უნდა გამოკვებოთ, რომ უხვი ყვავილობა დიდხანს გაგრძელდეს. ზოგიერთი სასუქი ლამაზ ყვავილს სარგებლის ნაცვლად აზიანებს. არასწორად შერჩეული სასუქი კოკრების ცვენის და ყვავილობის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს. Vivien გიამბობთ, რომელია აკრძალული სასუქები ორქიდეისთვის.

  • წყალბადის ზეჟანგი – გამოუცდელი ფლორისტები ორქიდეების საკვებად წყალში გაზავებულ წყალბადის ზეჟანგს იყენებენ. თვლიან, რომ ასე ორქიდეის ზრდას ხელს უწყობენ. სპეციალისტები ამის გაკეთებას კატეგორიულად არ გირჩევენ. მსგავსი სითხე მცენარეს მხოლოდ დააზიანებს.
  • ბალახების ნაყენი – ბალახების ნაყენის მომზადებისას მასში შემავალი სასარგებლო მიკროელემენტების პროპორციებს ზუსტად ვერ გამოთვლით. პრეტენზიულ მცენარეს მასზე არც ისე კარგი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს.
  • სხვა ყვავილების სასუქი – ორქიდეისთვის შესაფერისი ვარიანტი არაა. მიზეზი ისევ ნივთიერებების კონცენტრაციაა. ხშირად ასეთ სასუქებში ნივთიერებების კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე ორქიდეას სჭირდება. უნივერსალური სასუქის გამოყენებასაც არ გირჩევთ.
  • ნაცარი – მცდარია მოსაზრება, რომ ორქიდეაზე ნაცრის მოყრა კარგია. ამის გაკეთება არ შეიძლება. ორქიდეას სუბსტრატი ჩვეული გრუნტისგან განსხვავდება. ესაა ქერქი, კერამზიტი და ხის ნახშირი. ამ მცენარისთვის ნაცარი დამღუპველი შეიძლება იყოს.

შესაფერისი სასუქი – თუ ოთახის ორქიდეის გამოკვებას აპირებთ, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი თხევადი სასუქი გამოიყენეთ. მასში შედის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი ისეთი კონცენტრაციით, რომ მცენარის ჯანსაღად განვითარებას ხელს უწყობს.

როცა საქმე ორქიდეას ეხება, ექსპერიმენტებს მოერიდეთ, რომ ყვავილის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ ჩააგდოთ. სპეციალური სასუქი გამოიყენეთ და თავისი ლამაზი ყვავილებით გაგახარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს