აბაზანა სისუფთავით ბრწყინავს. ნადებს, ყვითელ ლაქებს და ჟანგს ხალხური ხრიკებით ვაშორებ

469

ადრე თუ გვიან ხარისხიან და ძვირიან აბაზანაზეც ყვითელი ლაქები და ჟანგი ჩნდება. სანტექნიკის მასალას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში ბევრი დიასახლისი ძვირადღირებულ საყოფაცხოვრებო ქიმიას იძენს, რომ აბაზანას ძველებური სიქათქათე და სისუფთავე დაუბრუნოს. ჩვენ უფრო მარტივ და ეფექტურ მეთოდებს გთავაზობთ. Vivien გიზიარებთ ეფექტურ ხრიკებს აბაზანის გასაწმენდად.

უფროსი თაობის რჩევებს ტყუილად არ ვითვალისწინებთ. მათ იციან, როგორ გაწმინდონ აბაზანა ზედმეტი ხარჯის და ძალისხმევის გარეშე. ახლა აბაზანაში ნადების და ჟანგის მოსაშორებლად საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაცვლად ხალხურ ხელმისაწვდომ საშუალებებს ვიყენებ. აბაზანა სისუფთავით ანათებს.

აბაზანის გაწმენდა ხალხური საშუალებებით

  • ყვითელ ლაქებთან საბრძოლველად მათეთრებელი (ყველაზე იაფიანი) და სარეცხი ფხვნილი დაგჭირდებათ. ფაფის მიღებამდე აურიეთ და ლაქებს წაუსვით. რამდენიმე საათით ან მთელი ღამე გააჩერეთ. დილით აბაზანა ჩამორეცხეთ.
  • სოდის, საპნის და ძმრის ნარევი ნადების მოშორებაში დაგეხმარებათ. ნახევარი ჭიქა სოდისა და საპნის ხსნარს 3 ს/კ ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი ნადებს წაუსვით. 30 წუთის შემდეგ ჩამორეცხეთ. ძმარი და სოდა უნივერსალური საშუალებებია. საპნიანი ხსნარი ჭურჭლის სარეცხი სითხით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.
  • თუ აბაზანის ზედაპირზე ჟანგის ნადები შეამჩნიეთ, აგრესიული ქიმიის გამოყენებამდე ხალხური ხრიკი გამოცადეთ. ლიმონის წვენი, სოდა და ძმარი თანაბარი პროპორციით აურიეთ და ჟანგს წაუსვით. პროცედურა გაიმეორეთ, თუ შედეგი საკმარისად ეფექტური არაა.

მარტივი ხალხური ხრიკებით აბაზანა სისუფთავეს შეინარჩუნებთ. გახსოვდეთ, რომ ჭუჭყიანი აბაზანა არა მხოლოდ ინტერიერს აფუჭებს, არამედ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.