2023 წლის სათესი კალენდარი მთვარის მიხედვით ამოვბეჭდე და მაცივარზე ჩამოვკიდე

1334

გჭირდებათ, 2023 წლის მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის? შეგიძლიათ არ გვიპასუხოთ. ვიცით, რომ გჭირდებათ. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისთვის, როგორიცაა ბოსტნეულის, მწვანილის და სხვა კულტურის დარგვა, წინასწარ უნდა მოემზადოთ. გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ მთვარის ფაზებზე მოსავლის რაოდენობაა დამოკიდებული. Vivien გთავაზობთ ყურადღებით შეისწავლოთ, თუ მომავალი წლის რომელი დღეა შესაფერისი მსგავსი საქმიანობისთვის.

2023 წლის სათესი კალენდარი მთვარის მიხედვით – თუ ხილ–ბოსტნეულის უხვი მოსავლის აღება გსურთ, დაიმახსოვრეთ, რომელ დღეს რა შეგიძლიათ გააკეთოთ ბოსტანში. თესლის ხარისხი და ნიადაგის მდგომარეობა უმთავრეს როლს ასრულებს, მაგრამ მთვარის ფაზებიც მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის არსებობს.

მთვარის ციკლში 3 პერიოდია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ესაა ახალი მთვარე (მზარდი მთვარე), სავსე მთვარე და პერიოდი, როცა მთვარე იკლებს. მზარდ მთვარეზე მიწაში წყალი ჩერდება, ამიტომ ამ პერიოდში ძირნაყოფის ზედმეტად მორწყვას უნდა მოერიდოთ. ახალ მთვარეზე დარგვასა და დათესვაზე უარი უნდა თქვათ. სავსე მთვარეზე ფოთლოვანი მწვანილი დათესეთ ან ფოთლოვანი წვნიანი კულტურები მორწყეთ. კლებად მთვარეზე ძირნაყოფის დარგვა მიღებულია. სააგარაკო სეზონი თბილი დღეების დადგომამდე დიდი ხნით ადრე იწყება, რადგან ბევრი მებოსტნე დარგვას ჯერ კიდევ ზამთარში იწყებს. იანვარში ამისთვის ხელსაყრელი დღეებია: 1–7, 24–26, 29–31. თებერვალში: 1–3, 7, 9, 13, 14, 16, 17, 21–26, 28.

ნერგებს გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზეც ზრდიან. მარტში ამის გაკეთება სჯობს შემდეგ დღეებში:1-3, 6, 7, 9, 11, 15, 16, 22-27, 29-30. აპრილში – 3-5, 7, 9, 11-13, 17, 21-26, 30, ხოლო მაისში – 1-5, 9-10, 13-14, 18, 20-25, 27-31. ივნისის ხელსაყრელი დღეები ნერგებისთვის: 1–3, 5–6, 11, 14, 15, 19–22, 24, 27–30. ივლისში: 1, 2, 7, 11, 12, 18–23, 26–28, 30, 31. აგვისტოში: 1, 3, 7–10, 13, 17–23, 25–31. სექტემბერში, ეს შეიძლება გაკეთდეს 4-6, 8, 9, 16-21, 23, 24, 27, 28 რიცხვში. ოქტომბერში – 1, 3, 5, 7, 11, 15-21, 24-26, 29, 31 რიცხვში, ხოლო ნოემბერში – 2, 7, 14-18, 21-23, 25-28, 30 რიცხვში. 2023 წლის დეკემბერი ნერგებისთვის თესლის დასათესად შესაფერისია, საუკეთესო დღეები: 6, 7, 10, 14, 15, 18, 19, 21–23, 25–27 რიცხვი.

ხელსაყრელი დღეები ძირნაყოფის დასარგავად – კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ბოლოკი, სტაფილო, ნიახური, ჭარხალი, თავგამურა, თალგამი და სხვა ძირნაყოფი უმჯობესია გარკვეულ დღეებში დარგოთ.

  • იანვარი: 9–10, 12, 13, 15, 18, 20.
  • თებერვალი: 8, 10–12, 15, 18, 20, 27.
  • მარტი: 5, 6, 8, 11–14, 17, 20, 21, 28, 31.
  • აპრილი: 1, 8, 16, 27.
  • მაისი: 7, 11, 17.
  • ივნისი: 4, 10, 12, 13.
  • ივლისი: 8, 9, 13, 15, 16, 29.
  • აგვისტო: 4, 12, 14, 24.
  • სექტემბერი: 7, 10, 12, 13, 25, 26, 29.
  • ოქტომბერი: 2, 4, 6, 12, 23, 27, 28.
  • ნოემბერი: 1, 3, 8–10, 19, 20, 24, 29.
  • დეკემბერი: 1, 4, 5, 9, 11, 16, 17, 20, 24, 28.

ხელსაყრელი დღეები სხვა კულტურების დასარგავად – გავარკვიოთ, როდის სჯობს პომიდვრის, კიტრის, ბადრიჯნის და კომბოსტოს დარგვა. ეს დღეები გოგრის, ყაბაყის, სიმინდის, სალათის ფურცლების, პრასის, ოხრახუშის, კამის, ბარდის, პარკოსანის და სხვა კულტურების დასარგავად შესაფერისია.

  • იანვარი: 1-3, 5-7, 24, 25, 29, 31.
  • თებერვალი: 1–3, 21, 24–26, 28.
  • მარტი: 1–3, 7, 16, 24–25, 29–30.
  • აპრილი: 4, 5, 13, 21, 22, 25, 26.
  • მაისი: 3–5, 9, 22–24, 30.
  • ივნისი: 1, 2, 15, 19, 20, 27-29.
  • ივლისი: 3, 11, 12, 26, 27, 30, 31.
  • აგვისტო: 3, 9, 17, 22, 23, 27, 31.
  • სექტემბერი: 18–21, 23, 24, 27, 28.
  • ოქტომბერი: 16–21, 24–26.
  • ნოემბერი: 2, 14-18, 22, 26, 30.
  • დეკემბერი: 14, 15, 18, 19, 22, 23, 26, 27.

2023 წლის სათესი კალენდარი: არახელსაყრელი დღეები – თითოეულ თვეში არახელსაყრელი დღეებიც არის. ამ პერიოდში კვლებზე საქმიანობას მოერიდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფრის გაკეთება შეიძლება. ეს დღეები კარგია სუბსტრატის მოსამზადებლად, მავნებლებთან საბრძოლველად, კომპოსტის გასაკეთებლად ან დარგვამდე ნეშომპალის დასამატებლად. ნებადართულია სათბურის გარეცხვა და დეზინფექცია, მომავალი ნერგისთვის ჭურჭლის მომზადება, ბაღის ხელსაწყოების მომზადება და დეზინფექცია.

ჯამში 2023 წელს 27 არახელსაყრელი დღეა მოსალოდნელი. ეს არის 8 და 21 იანვარი, 6, 19 და 20 თებერვალი, 18 და 21 მარტი, 15, 19 და 27 აპრილი, 12, 15 და 26 მაისი. ზაფხულში 17 და 18 ივნისი, 10 და 17 ივლისი, 2, 6, 15 და 16 აგვისტო. შემოდგომაზე კვლებს არ შეეხოთ 11 და 30 სექტემბერს, 9, 13, 14, 22 და 5 ნოემბერს, 3, 20 და 30 დეკემბერს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მთვარის დაბნელების დღეებს, 5 მაისს და 28 ოქტომბერს. ექსპერტები გირჩევენ, რომ ამ დღეებში ბაღში რაიმე სახის სამუშაოსგან თავი შეიკავოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს