ნაძვის ხე ახალი წლის ერთ–ერთი მთავარი სიმბოლოა. ჩვენ ექსპერიმენტების ჩატარება გვიყვარს, ზოგჯერ წესების წინააღმდეგ წასვლა. ეს სადღესასწაულო კულინარიულ რეცეპტებში, ასევე სახლის დეკორში ვლინდება. Vivien გიამბობთ, რით ჩაანაცვლოთ ნაძვის ხე, რომელი ოთახის მცენარე გამოიყენოთ ტრადიციული წიწვოვანის ნაცვლად.
ნაძვის ხის ეკოლოგიური ალტერნატივები – მთავარი მიზეზი, რატომ დავფიქრდით ნაძვის ხის ალტერნატივაზე, არის ის, რომ არაეკოლოგიურია. ყოველწლიურად დღესასწაულისთვის მილიონ წიწვს ვზრდით, რომ შემდეგ გავყიდოთ. 2 კვირა ცოცხალი მცენარე სახლშია, შემდეგ ნაგავში ხვდება. რა თქმა უნდა, ხელოვნური ნაძვის ხე შეგიძლიათ დადოთ, მაგრამ პლასტმასის ნაძვის ხე ყველას არ მოსწონს. ცოცხალი წიწვოვანი მცენარის სუნის ჩანაცვლება რთულია. ეკოლოგები ყვირიან: ხელოვნური ნაძვის ხეები გარემოს აზიანებენ. მათ ტაივანსა და ჩინეთში ამზადებენ, ანუ ჩვენთან შორიდან ჩამოდის: საწვავს ხარჯავენ, ატმოსფეროში სათბურის აირებს გამოყოფენ.
თავად ნაძვის ხე ლითონისა და პლასტმასისგან დამზადებულია. მისი გადამუშავება შეუძლებელია, წარმოებაც ხშირად ტოქსიკურია. პვს (პოლივინილ ქლორიდი), რომელიც ხელოვნური ნაძვის ხეების დასამზადებლად გამოიყენება, არის პლასტმასის სახეობა ტოქსიკური ფტალატებით. ეს ნივთიერება შეიძლება მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში და დიდი ზიანი მიაყენოს. რით ჩავანაცვლოთ ნაძვის ხე და როგორ ვიპოვოთ ეკოლოგიური ალტერნატივა. ამ საქმეში ოთახის მცენარეები გამოგადგებათ. ქოთანში იზრდება, ანუ დღესასწაულების შემდეგ გადაგდება არ მოგიწევთ. საახალწლო სათამაშოებით და გირლანდებით შეგიძლიათ გააფორმოთ. რაც მთავარია, ასეთ მცენარეებს პლასტმასთან საერთო არაფერი აქვთ.
- მანდარინის ხე – მანდარინიც სადღესასწაულო ატრიბუტია. სანამ სხვებს მანდარინი სუფრაზე გააქვს, ჩვენ ორიგინალურ მეთოდს გთავაზობთ. მანდარინის ხე ისე გააფორმეთ, როგორც ნაძვის ხე. ხის ქვეშ ბავშვებისთვის საჩუქრები დადეთ. მანდარინის ხე ნებისმიერ ყვავილების მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. არა ერთი წელი გემსახურებათ. თან ნაყოფსაც მოგცემთ. ახალი წლისთვის იდეალური ვარიანტია.
- იუკა – წარმოიდგინეთ, რომ სამხრეთ განედში ცხოვრობთ და ნაძვის ხე მხოლოდ ფოტოზე გინახავთ. ამ შემთხვევაში პალმა იუკა შეგიძლიათ მორთოთ. მის დიდ ფოთლებზე ზიზილპიპილები და მინიატურული ბურთები ლამაზად გამოიყურება. პალმის ხე სწრაფად იზრდება, ანუ მალე შეძლებთ იატაკზე დადოთ და მის გარშემო ბავშვებთან ერთად იცეკვოთ. პალმა იუკა ინტერიერს იდეალურად ერგება და თვალს არა მხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც ახარებს.
- დაფნის ხე – დაფნის ხე სამზარეულოს უცვლელი სანელებელია. თავად ხე არა მხოლოდ მოდურ დეკორად, არამედ ფარმაკოლოგიაშიც გამოიყენება. მწვანე მცენარე სახლში შესანიშნავად იზრდება, თუ მოვლის წესებს დაიცავთ. ახალ წელს დაფნის ხე ნაძვის ხეს ჩააანაცვლებს. საკმაოდ ორიგინალური ვარიანტია.
- კვიპაროზი – ახალი წლის იდეალური ატრიბუტი. ეს მარადმწვანე მცენარეც წიწვოვანს მიეკუთვნება. ოთახის მცენარედ უკვე წლები ზრდიან. ზუსტად ისე გააფორმეთ, როგორც ნაძვის ხე. ზიზილპიპილები, წვიმა, გირლანდები და ბურთები მის ტოტებზე შესანიშნავად გამოიყურება და არ დააზიანებს.
- ბზა – ბზა, როგორც კვიპაროზი, მარადმწვანე მცენარეა. თავის ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდება, თუ არ იცით, რით ჩაანაცვლოთ ნაძვის ხე. მისი უპირატესობა ისაა, რომ შეკრეჭას ადვილად იტანს. პატარა სეკატორი აიღეთ და კონუსის ფორმა მიეცით. ასე ნაძვის ხეს უფრო დაემსგავსება.
საოჯახო დღესასწაულს ცოტა ორიგინალობა შემატეთ და ნაძვის ხე სხვა, არანაკლებ ლამაზი მცენარით ჩაანაცვლეთ. ფულს დაზოგავთ, რადგან ქოთანი კიდევ არა ერთი წელი გაგახარებთ. ბუნების მეგობარი გახდით, ცოცხალი მცენარის მოჭრასა და პლასტმასის ალტერნატივის გამოყენებაზე უარი თქვით.