ნემსიწვერის ფერი პირად ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ვისთვის არის უკუჩვენებული წითელი ნემსიწვერა 

405

ნემსიწვერა ერთ–ერთ ყველაზე კარგ ოთახის მცენარედ ითვლება. ნემსიწვერას (პელარგონია) სახლში კეთილდღეობა მოაქვს: შურიანი და არაკეთილმოსურნე ადამიანებისგან გვიცავს, ოჯახში კონფლიქტს ამცირებს, მშვიდობას და ჰარმონიას ზრდის. ნებისმიერ შემთხვევაში, აყვავებული ნემსიწვერის ყურება დიდი სიამოვნებაა. ლამაზი და მყუდროა. Vivien გიამბობთ, რას ნიშნავს ნემსიწვერის ესა და თუ ის ფერი და რა გავლენას ახდენს ოჯახსა და სახლზე.

ნემსიწვერის ფერი და მისი სარგებელი – ოთახის ნემსიწვერა არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სასარგებლოა. მისი ერთ–ერთი საუკეთესო თვისება ეთერზეთის გამოყოფაა. საკმაოდ სპეციფიკური არომატი აქვს, რომელსაც ტკბილს და სასიამოვნოს ვერ უწოდებთ, მაგრამ სასუნთქი სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა. ნემსიწვერის ეთერზეთს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, ვირუსების განადგურება და სასუნთქი სისტემის გაწმენდა შეუძლია. თუ ნემსიწვერის ფოთლებს თითებით ოდნავ შეეხებით (ძლიერ არ დააჭიროთ, რადგან დაზიანდება და გახმება), ეთერზეთს და სპეციფიკურ სუნს გამოყოფს. ფიტოთერაპიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მისი არომატი სტრესს აქრობს, ძილს აუმჯობესებს, ნერვებს ამშვიდებს. ფოთლები სახის ნიღბად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხოლო ნახარში – ტონიკად.

ნემსიწვერის ფერი: რას მოგიტანთ სახლში – მცენარის ფერს მასზე უფრო მეტის თქმა შეუძლია. ხალხური ნიშნების მიხედვით, თითოეული ფერი რაღაცის მატარებელია და სახლში კეთილდღეობა მოაქვს. აი, რას ამბობენ ნემსიწვერის ფერებზე.

  • წითელ ნემსიწვერს ყველაზე ძლიერი ენერგეტიკა აქვს. იდეალურია ახალდაქორწინებულებისთვის, რადგან ვნებას აღვიძებს და ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს. ასაკოვანი წყვილისთვისაც შესაფერისია, ისევ გრძნობების გასაღვიძებლად.
  • ვარდისფერი ნემსიწვერის ყვავილების ფერი მუქიდან პასტელურ თეთრამდე შეიძლება იყოს. მისი თითოეული ფურცელი განსხვავებულია. ხალხური ნიშნების მიხედვით, ღია ვარდისფერ ყვავილს სახლში სიმშვიდე, ჰარმონია, სინაზე და სიყვარული შემოაქვს.
  • იისფერი ნემსიწვერა გავრცელებული მცენარეა. იისფერი ნემსიწვერაც განსხვავებული ფერებით შეიძლება ყვავილობდეს – კაშკაშა ფერიდან მუქ ლურჯამდე. ამბობენ, რომ ყვავილის ასეთი ფერი ძლიერი მეგობრული კავშირის დამყარებას ხელს უწყობს.
  • თეთრი ნემსიწვერაც გავრცელებულია. მარტოხელა ადამიანს მეორე ნახევრის პოვნაში ეხმარება. თეთრი ნემსიწვერა უპრეტენზიოა. თუ კარგად გაიზარდა, დარწმუნებული იყავით, საყვარელ ადამიანებთან გამძლე და სანდო ურთიერთობას აუცილებლად დაამყარებთ.

საერთოდ, ოთახის მცენარე სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. ის დადებით ენერგიას ასხივებს, პოზიტივს ზრდის, ფინანსების მოზიდვას ხელს უწყობს. ქალისთვის იდეალური ყვავილია. ნემსიწვერა იქონიეთ და პირად ცხოვრებას ნამდვილად დაალაგებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს