5 უპრეტენზიო მცენარე, რომელიც სახლში ობს და ჭარბ ტენიანობას ებრძვის

829

სახლში სოკო, ობი და ჭარბი ტენიანობა საკმაოდ ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით ზამთარში. ეს საცხოვრებელს გარეგნულად აუშნოებს, ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს. პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას ოთახის მცენარეების გამოყენებით შეძლებთ. Vivien აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ყვავილს სასწაულის მოხდენა შეუძლია: ჰაერის გაწმენდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება, ტოქსინების შთანთქმა და პატარა ოთახში სითბოს გაცვლის რეგულირება. გიამბობთ, რომელი მცენარეები გჭირდებათ, რომ ობთან ბრძოლა დაივიწყოთ.

5 მცენარე, რომელიც ობს და სოკოს ებრძვის – მსგავსი პრობლემა სამზარეულოში და სააბაზანო ოთახში უფრო გავრცელებულია. თუ იქ თაროები ან ფანჯრის რაფა არის, ქვემოთ მოცემული მცენარეებიდან ერთი ან რამდენიმე აუცილებლად მოათავსეთ.

  • ინგლისური სურო – სურო ჰედერა კარგია მეთოდია, რომ ტენიან ოთახს ობი მოაშოროთ. მცენარე პატარა ოთახის ან ვიწრო სააბაზანო ოთახისთვის შესაფერისია. გახსოვდეთ, ყვავილს რეგულარული და ხშირი მორწყვა სჭირდება. ინგლისური სურო არაპირდაპირ კაშკაშა სინათლეზე, ასევე სავენტილაციო არხთან ახლოს კარგად იზრდება, ორპირი არ აშინებს. მისთვის დაკიდული კალათა გამოგადგებათ. პირველ რიგში, ლამაზი და ესთეტიურია. მეორეც, მცენარეს შინაური ცხოველისგან დაიცავთ. ძაღლისა და კატისთვის მისი ფოთლები ძალიან საშიშია.
  • სანსევიერია – იგივე სიდედრის ენა ერთ–ერთ ყველაზე უპრეტენზიო მცენარედ ითვლება. საცხოვრებლის და ტემპერატურის ცვლილებებს ადვილად ეგუება, საკმარისად ამტანია, რაც დამწყები ფლორისტისთვის იდეალურია. სანსევიერას კაშკაშა ფერი რომ ჰქონდეს და კარგად გაიზარდოს, მისთვის თბილი მზიანი ადგილი იპოვეთ. კვლევების თანახმად, მცენარე თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ტოქსინს ფილტრავს, ჰაერს სუფთას ხდის. ეს, თავის მხრივ, ობის გავრცელებას ხელს უშლის. თუ სწორად იზრუნებთ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ იყვავილებს, მის ყვავილებს ტკბილი სუნი აქვს.
  • სპატიფილუმი – მოვლილი სპატიფილუმი ნესტიანი ოთახის გამოსაშრობად კარგი ვარიანტია. ფრთხილად იყავით. როგორც სურო, ასევე სპატიფილუმი შინაური ცხოველისთვის ტოქსიკურია. მცენარეს მზის პირდაპირი სხივები არ სჭირდება, რადგან ფლუორესცენტული განათების პირობებშიც კარგად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს შროშანი სააბაზანო ოთახში, დერეფანში ან აივანზე თავს შესანიშნავად იგრძნობს. კარგად გასავითარებლად მისი ფოთლები მტვრისგან რეგულარულად გაწმინდეთ და დამჭკნარი ყვავილები მოაშორეთ.
  • პალმები (ბამბუკი, ლერწამი, ჯუჯა ფინიკი) – თითქმის ნებისმიერი პალმის ხე ფოთლების წყალობით ტენს კარგად შთანთქავს. საკმაოდ ბევრი ფოთოლი აქვს, ამიტომ ტენიანობის შესამცირებლად ეფექტური მეთოდია. პალმა საცხოვრებელ ოთახში კარგად იზრდება და კონდენსატის შთანთქმას შესანიშნავად უმკლავდება. ამრიგად, ფანჯრის და კარის მახლობლად პალმის ქოთნის დადება კარგი იდეაა.
  • ტილანდსია – საკმაოდ უპრეტენზიო ეგზოტიკური მცენარეა. ამ ლამაზ ყვავილს ცხელი ან ორთქლით გაჯერებული ჰაერიდან ტენის შთანთქმა შეუძლია. სამზარეულო (განსაკუთრებით გამწოვის გარეშე) მისთვის შესაფერისი ადგილია. სამუშაო ზედაპირზე ან ფანჯრის რაფაზე დადეთ და მცენარის ორიგინალური გარეგნობით ყოველდღე ისიამოვნეთ. ტილანდსიას ბუნებრივ ფილტრს უწოდებენ, რადგან ყველა ცუდ ნივთიერებას სწრაფად შთანთქავს, რომ ღამით მეტი სუფთა ჰაერი გამოყოს.

ყველა ოთახის მცენარე ობს და სოკოს ასე ეფექტურად ვერ უმკლავდება. ზოგიერთი სახლში ტენიანობას ზრდის. ლამაზი გარეგნობის მიუხედავად მონსტერას, დიფენბახიას და ანთურიუმის მიმართ სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს