6 რჩევა, როგორ გადავიღოთ ლამაზი ფოტო

376

ფოტოები ლამაზი მომენტების შენახვაში გვეხმარება. იუბილე, მოგზაურობა, მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრა და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები უნდა აღიბეჭდოს. წლების შემდეგ ფოტოალბომს გადახედავთ და განვლილ ბედნიერ დღეებს გაიხსენებთ. როგორ გამოვჩნდეთ ლამაზი ფოტოში, რომ საკუთარი თავი მოგვეწონოს?

საკუთარი ფოტოები იშვიათად რომ ვინმეს მოსწონდეს. ჩვეულებრივ, ვხედავთ ნაკლოვანებებს, რომელთაც სხვები ვერ ამჩნევენ. თითქოს ვპოზირებთ, ვიღიმით, ფონს ვირჩევთ და ვიღებთ იმას, რასაც არ ველოდებით. სხვები მშვენივრად გამოდიან, ჩვენ კიდევ ვფიქრობთ, როგორ გამოვჩნდეთ კარგად ფოტოზე. Vivien რამდენიმე რჩევას გიზიარებთ.

უნივერსალური რჩევები: როგორ გამოვჩნდეთ ლამაზი ფოტოზე

  1. პირველ რიგში, მოდუნდით და მაქსიმალურად თავისუფალი პოზა მიიღეთ. ფოტო ადამიანის დაძაბულობას კარგად აღბეჭდავს.
  2. პირდაპირ კამერას ნუ უყურებთ. ყველა ადამიანს ასიმეტრიული სახე აქვს და კამერაში ყურებისას ეს უფრო შესამჩნევი ხდება. გარდა ამისა, მცირე შეტრიალება უფრო საინტერესოდ გამოიყურება და სხეულის ფორმების ნაკლოვანების დამალვაში გვეხმარება.
  3. ხელები არ დაივიწყოთ. ხშირად ფონი, პოზა და სახის გამომეტყველება იდეალურად შერჩეულია, მაგრამ ხელები პრობლემაა. არ ვიცით, სად წავიღოთ. ხელში რაიმე აიღეთ ან სახეზე, წელთან ან თეძოსთან მიიტანეთ.
  4. მხრები ფოტოგრაფის მხარეს დახარეთ. ასე უფრო გახსნილ და საინტერესო პოზას მიიღებთ.
  5. ფეხებთან ხელების მსგავსი სიტუაციაა. არ ვიცით, როგორ დავდგეთ უკეთ, რომ კადრში ლამაზად გამოვჩნდეთ. ფოტოგრაფთან ახლოს მდებარე ფეხი მუხლში ოდნავ მოხარეთ.
  6. თავის ოდნავ დახრის არ შეგეშინდეთ. წინ, გვერდზე, უკან – თავად აირჩიეთ. თქვენი „ეფექტური მხარე“ იპოვეთ და გამოიყენეთ.

ვიღაცამ ძალიან კარგი სიტყვები თქვა: „ცხოვრება ფოტოსავითაა: უკეთესი გამოდის, როცა ვიღიმით. ნამდვილად, სტუდიაში გადაღებული ფოტოები სერიოზული სახეებით კარგია, მაგრამ ღიმილით უფრო წარმატებულ კადრს მიიღებთ. არ დაგავიწყდეთ: თქვენთვის მნიშვნელობა არ ექნება, როგორ გამოხვალთ თქვენთვის ნამდვილად ძვირფას ფოტოზე.