არ არსებობს ცხოვრების ისეთი სფერო, რომელსაც ეტიკეტის წესები არ არეგულირებს. ისინი გიამბობთ, როგორ მოიქცეთ რესტორანში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სამსახურში. ბევრი შეცდომით ფიქრობთ, რომ ამ წესების დაცვა საჭირო არაა, როცა არავინ უყურებს, მაგალითად, სახლში. ბევრ ადამიანს ცუდი მანერები ჩვევაში გადაეზარდა. ამას უნდა ებრძოლოთ. Vivien გიამბობთ, რომელ ცუდ ყოველდღიურ ჩვევებს უნდა აარიდოთ თავი.
- ბოთლიდან წყლის დალევა – წყლის ან წვენის პირდაპირ ბოთლიდან დალევა ეტიკეტის წესის უხეში დარღვევაა. პირველ რიგში, არაჰიგიენურია, რადგან ყველა მიკრობი ბოთლის პირზე რჩება. მეორეც, უზრდელობაა, რადგან ოჯახის სხვა წევრს შეიძლება წყლის დალევა მოუნდეს, მაგრამ ბოთლი უკვე ბინძურია. ამ საყოფაცხოვრებო ჩვევას სწრაფად შეიძლება მიეჩვიოთ და მოგვიანებით ცუდი მანერის გამოვლენით საზოგადოებაში შერცხვეთ. სწორედ ამიტომ, სახლში სასმელი ჭიქაში ჩაისხით.
- ტელევიზორის წინ ჭამა – სახლში თითოეულ ოთახს დანიშნულება აქვს. საჭმელად სამზარეულო არსებობს. ზოგჯერ ამ წესის დარღვევა გვსურს, რომ ცოტა კაკალი ან კრეკერი ტელევიზორის წინ ვახრაშუნოთ. ასეთი ჩვევა ააშკარავებს ადამიანს, რომელსაც სახლის ეტიკეტის წესები არ აინტერესებს. მით უფრო, შეიძლება რომელიმე პროგრამამ ამ ფილმმა გაგიტაცოთ და ვერ შეამჩნიოთ, რამდენი შეჭამეთ. დივნიდან ნაფშვენების აღება რომ არ მოგიწიოთ, მიირთვით იქ, სადაც მიღებულია, სამზარეულოს მაგიდასთან.
- ტუალეტის ქაღალდის სალფეთქად გამოყენება – არ ღირს გამეორება, თუ რისთვის გამოიგონეს ტუალეტის ქაღალდი. აშკარად არა იმისთვის, რომ ხელის ან ცხვირის სალფეთქად გამოიყენოთ. ამ მიზნით სალფეთქის ყუთი შეიძინეთ და სახლში ისე დადეთ, რომ ყოველთვის ხელთ გქონდეთ.
- გაცვეთილი საშინაო ტანსაცმლის ჩაცმა – მნიშვნელობა არ აქვს, მარტო ცხოვრობთ თუ ოჯახში, სახლში ლამაზად გამოწყობილი უნდა იყოთ. ბევრი თვლის, რომ თუ ტანსაცმელი გაცვეთილია, მისი გადაყრა არ ღირს, რადგან სახლში გამოადგება. ამის გამო ბევრი კაცი ძველ სპორტულ შარვალში და გაცვეთილ მაისურში დაიარება, ხოლო მისი მეორე ნახევარი გახუნებულ ხალათში ან საბავშვო ნახატებიან მაისურში.
- შხაპის მიუღებლად დაძინება – ძილის წინ შხაპის მიღება აქსიომაა. ზოგჯერ საღამოს ისე ვიღლებით, რომ დაბანის ძალა არ გვაქვს. და მაინც, ამ წესის უგულებელყოფა არ ღირს. საწოლში დაბანილმა და პიჟამო (ან ძილისთვის განკუთვნილი სხვა სამოსი) ჩაცმულმა დაწექით.
- საწოლის არა დასასვენებლად გამოყენება – საწოლში ტელევიზორის ყურება, მუშაობა, ტელეფონის ან პლანშეტის გამოყენება სახლის ეტიკეტის წესის უხეში დარღვევაა. გაღვიძებისთანავე საწოლი უნდა გაასწოროთ, შემდეგ ყოველდღიური საქმეები სხვა ოთახში გააკეთოთ. მნიშვნელოვანია, რომ დასასვენებელი და გასართობი ან სამუშაო ზონები მკაცრად გამოყოთ.
- ბამბის ბალიშისპირზე დაძინება – ექსპერტებმა დიდი ხნის წინ აღიარეს, რომ ბამბის ბალიშისპირი ბევრ პრობლემას იწვევს. მაგალითად, კანს აზიანებს, თმას ხლართავს ისე, რომ დილით დავარცხნა გვიჭირს. ყველა ამ პრობლემას მოაგვარებთ, თუ აბრეშუმის ბალიშისპირით ჩაანაცვლებთ. თან ასეთი თეთრეული ძალიან ლამაზია.
- ტუალეტში ან აბაზანაში ტელეფონზე საუბარი – თანამოსაუბრემ შეიძლება ვერ დაინახოს, სად ხართ საუბრის მომენტში, მაგრამ ტუალეტში ან აბაზანაში ტელეფონზე საუბარი ცუდი მანერაა. არაფერს ვამბობთ, რომ ადრესატმა შეიძლება გაიგონოს წყლის ჩარეცხვის ხმა, რომელიც, როგორც მინიმუმ, გაოცებას იწვევს.
სახლში შესვლისთანავე ქცევის წესები არ დაივიწყოთ და ველური არ გახდეთ. არის წესი, რომლის დარღვევა არ შეიძლება, თუნდაც არავინ გხედავდეთ. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმეტესობა ჩვენგანი სახლის ეტიკეტს უარყოფს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს