ჰორტენზიას მჟავე მიწა უყვარს. გამოიყენოთ ვაშლი იდეალური ნიადაგის მისაღებად

552

მშობლების აგარაკი ფრანგული სოფლის სახლს ჰგავს. მთელი ზაფხული აყვავებული ჰორტენზიები ალამაზებს. დილით ამ სილამაზეში ფინჯანი ყავის დალევა ნამდვილი სიამოვნებაა. დედა გამოცდილი მებაღეა და ამბობს, რომ ჰორტენზიას ყველაზე მეტად მჟავე მიწა უყვარს. კარგია, რომ ვაშლის ბაღიც აქვს. ვაშლს კარგი მჟავური თვისებები აქვს. მაღაზიაში ნაყიდი სასუქი მეტ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს, მაგრამ ვაშლი მიწის მჟავიანობას უსაფრთხოდ და სწრაფად ზრდის. Vivien გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ვაშლი ჰორტენზიის აყვავებული და ძლიერი ბუჩქების მისაღებად.

მჟავე მიწა ჰორტენზიასთვის – ძირს დავარდნილი ვაშლი არა მხოლოდ კომპოსტის ორმოს შეგიძლიათ დაუმატოთ. ვედროში დააგროვეთ და შემდეგ ჰორტენზიას ბუჩქისთვის გამოიყენეთ. ნაყოფი, რომელსაც კერძებში ან ნამზადებში ვერ გამოიყენებთ, მებაღეობაში გამოგადგებათ. თითოეულ ბუჩქს 1 ვედრო ვაშლი დასჭირდება. ასე მიწის მჟავიანობას გაზრდით.

ვაშლის სასუქიც შეგიძლიათ მოამზადოთ. ვაშლი რამდენიმე ნაწილად დაჭერით, დიდ კონტეინერში ჩაყარეთ და წყალი დაასხით. 3 კგ ვაშლზე 1 ლ წყალი საკმარისია. 2 დღე გააჩერეთ. შემდეგ სასუქი ბუჩქებს ფესვებთან დაუმატეთ. 3 ლ ნაყენი თითო ბუჩქზე საკმარისია. ვაშლის ნაყენის გამოყენებამდე ბუჩქის გარშემო პატარა ორმო ამოთხარეთ. მასში ვაშლი ჩაყარეთ. შემდეგ ვაშლის ნაყენით მორწყეთ. ზემოდან ბალახის მულჩით დაფარეთ.

ვაშლის სასუქი მომავალ სეზონზე შედეგს მოგცემთ. მჟავე მიწაზე ჰორტენზია დიდებულად ყვავის. ასევე დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცული იქნება. ყვავილის მოსავლელად საკმაოდ მარტივი მეთოდია. გირჩევთ, სცადოთ, რომ თქვენი ბაღი დიდხანს აყვავებული და სურნელოვანი იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს