ზამთრის დაწყებამდე ახალი ქურთუკი შევიძინე. რამდენჯერმე ჩავიცვი და უკვე უცხო სუნები შთანთქა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიგარეტის კვამლიდან დაწყებული სახლში მომზადებული გემრიელი კატლეტების სურნელით დამთავრებული. გასაგებია, რომ საგარეო ტანსაცმლის ყოველკვირა გარეცხვა არ შეიძლება, თან გაშრობას დიდი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, პრაქტიკული ხრიკი გამოვიყენე, რომელიც ქურთუკს ხელმისაწვდომი საშუალებით ააახლებს. მეთოდმა გამაოცა. წარმოიდგინეთ, მხოლოდ სუფრის ძმარი გჭირდებათ.
როგორ განვაახლოთ ქურთუკი ძმრით – სავარაუდოდ, ძმარს ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით. თუ სუფრის ძმარი არ გაქვთ, ვაშლის ძმარიც გამოგადგებათ. ხსნარი მოამზადეთ. ამისთვის დაგჭირდებათ:250 მლ თბილი წყალი, 2 ს/კ ძმარი და ბამბის დისკები. 2 ს/კ ძმარი თბილ წყალში გააზავეთ. ხსნარი მაშინვე გამოიყენეთ, რადგან ასე უფრო ეფექტურია. ბამბის დისკით ხსნარი ქურთუკს წაუსვით. თუ ოფლის სუნის მოშორება გსურთ, ძმრიანი ხსნარით სახელურის ადგილები დაასველეთ. თუ ტანსაცმელმა საჭმლის არომატი შთანთქა, მაშინ ხსნარი ქურთუკს მთელ ზედაპირზე წაუსვით. ტანსაცმელი საკიდზე ჩამოკიდეთ და დროებით გააჩერეთ, რომ ნივთიერება ქსოვილში მთლიანად შეიწოვოს. ამის შემდეგ გააშრეთ. როცა ტანსაცმელი გაშრება, სუნი გაქრება. თუ ნერვიულობთ, რომ ქსოვილი შეიძლება დაზიანდეს, გახსოვდეთ, რომ ძმარი ტანსაცმლისთვის უსაფრთხოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პოლიესტერის ან ბამბის მასალას ეხება.
5 მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენოთ ძმარი რეცხვისას
- სუფრის ძმარი წყალს არბილებს, კარგი ლაქების ამომყვანი და სარეცხი საშუალებაა. დელიკატურ ქსოვილზე ნაზად მუშაობს და მსუბუქ ჭუჭყს ეფექტურად აშორებს.
- ძმრის ხსნარი არა მხოლოდ ქურთუკის გასაწმენდად, არამედ გასარეცხად გამოგადგებათ. განსაკუთრებით ახალი ტანსაცმლის შემთხვევაში. საშუალება აგრესიულ ქიმიას გამოდევნის, რომლითაც ახალ ნაწარმს ამუშავებთ.
- მუქ საგარეო ტანსაცმელზე გარეცხვისას შეიძლება ფხვნილის თეთრი ზოლები დარჩეს. თუ გავლების რეჟიმზე ცოტა ძმარს დაუმატებთ, ლაქებს დაივიწყებთ.
- ძმარი სარეცხი მანქანისთვის შესანიშნავი პროფილაქტიკაა, ნაქაფისგან იცავს.
- საგარეო ტანსაცმლის გარეცხვის შემდეგ თმა ხშირად ელექტრულად იმუხტება. სტატიკური მუხტის მოსაშორებლად ნახევარი ჭიქა ძმარი გამოიყენეთ. სარეცხი ფხვნილის ან კონდიციონერის განყოფილებას დაუმატეთ.
საინტერესოა, რომ მჟავა ნაკერის კვალს აშორებს. თუ გადაწყვეტთ, რომ ტანსაცმელს რომელიღაც ელემენტი მოაშოროთ, ქსოვილზე ძაფის ნაკერი დარჩება. ქსოვილის გასასწორებლად და ნაწიბურის გასაქრობად, მასალა ძმრიანი ნაჭრით დაასველეთ და დადეთ ტანსაცმლის ქვეშ იმ ადგილას, რომელიც გასასწორებელია. ახლა უთოთი დაბალ ტემპერატურაზე დააუთოეთ. ძმრის დახმარებით ოფლის, სიგარეტის ან საკვების სუნი, რომელიც ქურთუკმა შთანთქა, მარტივად შეგიძლიათ მოაშოროთ. სწრაფი მეთოდი სცადეთ და შედეგი გაგაოცებთ.