შეცდომები, რომელსაც ქალი ურთიერთობაში უშვებს, შემდეგ კი მწარედ ნანობს

487

სიყვარულმა შეიძლება დაგვაბრმავოს. განსაკუთრებით ქალები, რომლებიც რჩეულში იშლებიან. მთელ ცხოვრებას მას ანდობენ, საკუთარ სიამაყეს და პატივისცემას ივიწყებენ. ეს ხშირი შეცდომები ბევრ წყვილს ახასიათებს. გაფრთხილებთ: საკუთარი თავი დააფასეთ და ამაზე არავითარ შემთხვევაში დათანხმდეთ!

ხშირი შეცდომები, რომელთაც ქალები ურთიერთობაში უშვებენ

  • ბავშვის გაჩენა მამაკაცისთვის – ოჯახში მატება ორი დამოუკიდებელი პიროვნების ერთობლივი გადაწყვეტილებაა. დაგვეთანხმეთ, რომ ქალს ამ საკითხში პირველი ხმა აქვს. ის ატარებს პატარას მუცლით, კვებავს და უვლის. საუკეთესო შემთხვევაში მამაკაცი მზრუნველი დამხმარის როლს ირგებს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ქმრის სურვილის გამო ბავშვის გაჩენაზე დათანხმება ალოგიკურია. ბავშვის აღზრდასა და განათლებაზე მთელი პასუხისმგებლობა ხომ თქვენს კისერზე იქნება.
  • საკუთარი თავის დაკარგვა – ფსიქოლოგები დაუღალავად იმეორებენ, რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრები ურთიერთობაში. როგორც არ უნდა გიყვარდეს საყვარელი მეუღლე, მისი ცხოვრებით ცხოვრება არ ღირს. დარჩით ისეთი, როგორიც ხართ. თქვენი მეგობრები, ინტერესები და გატაცება არ დაივიწყოთ. შეყვარებულს მსგავსი პირადი სივრცე მიეცით. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთი მალე მოგბეზრდებათ, როგორც მიკრული საღეჭი რეზინი.
  • დედა ან ძიძის როლის მორგება – სამწუხაროდ, ეს ხშირი შეცდომაა, რომელსაც ქალი უშვებს. ნებაყოფლობით ზრდასრული კაცისთვის დედის ან ძიძის როლს ირგებს. კერძებს ამზადებს, თითქმის კოვზიდან აჭმევს, პერანგს აუთოებს და მნიშვნელოვან მოვლენებს ახსენებს. ტყუილად არ ხუმრობენ, რომ ქმარი კიდევ ერთი ბავშვია. ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. კაცი ბავშვად არ გამოიყვანოთ. ის ხომ ოჯახის მარჩენალია. დაე, პასუხისმგებლობა მის კისერზე იყოს. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია ვახშამი გაიცხელოს და შეხსენების გარეშე სამსახურიდან დროულად მოვიდეს. ასე ორი ზრდასრული ადამიანის სრულფასოვანი კავშირი შეიქმნება.
  • ქმრის რჩენა – რა თქმა უნდა, ქალი შეიძლება რჩეულის მხარდაჭერა გახდეს. არის პერიოდები, როცა მამაკაცი სამსახურს კარგავს და მაშინ მთელი ფინანსური საკითხი ქალმა უნდა გადაწყვიტოს. ბნელი პერიოდი ყველას აქვს, მაგრამ მათი პლიუსი ისა, რომ მთავრდება. ზრდასრული მამაკაცი კვლავ სამსახურში გადის და ოჯახის რჩენას აგრძელებს. სხვა სიტუაციაც არსებობს. როცა კაცი მთლიანად ქალის ყოფაზე ცხოვრობს. ცოლი ფულს სინანულის გარეშე აძლევს, რადგან მას რთული პერიოდი აქვს ან სამსახურის პოვნა არ სურს. ბევრი მიზეზი არსებობს: კრიზისია, კარგი ვაკანსია არაა, შემოქმედებით ძიებაშია. პასუხისმგებლიანი ადამიანი არანაირ სამსახურს არ ერიდება. ცოლის ხარჯზე მცხოვრებს უნდა რცხვენოდეს.

ქალებო, საკუთარი თავი დააფასეთ და პატივი ეცით! თქვენი ცხოვრება მამაკაცს არ მიანდოთ, როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეთ. დაე, ქალების ეს შეცდომები თქვენთვის მაგალითი იყოს. ასე ურთიერთობა გაძლიერდება და დინებაში საკუთარ თავს არ დაკარგავთ.