ახალგაზრდობაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ. 20 წლისას ფიქრობთ, რომ ცხოვრება წინაა და ახლა შეგიძლიათ აიწყვიტოთ. ეს წინდაუხედავი ახალგაზრდების პრეროგატივაა. ის, რაც ახალგაზრდა გოგოსთვის ნებადართულია, ზრდასრული ქალისთვის კატეგორიულად აკრძალულია. არასწორი ქცევა და მავნე ჩვევები ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას აზიანებს.
ზრდასრული ქალების არასწორი ქცევა და მავნე ჩვევები
- ხულიგნების და ცუდი ბიჭების სიყვარული – მოზარდობა და მაქსიმალისტის ამბოხი უკან დარჩა. ცუდი კომპანიები, ოროსნები და ხულიგნები წარსულში დარჩა. 30 წლისას უცნობი ბაიკერის უკან არ დაჯდებით და უცნობი ადგილისკენ არ გაეშურებით. ამას უბრალოდ სულელურად ჩათვლით. სკოლის დირექტორს ან მშობელს ვერ მიმართავთ გამართლებით: „მაგრამ მიყვარს!“. ეს არასწორი საქციელია ქალისთვის, რომელიც საკუთარ თავს აფასებს.
- ყალბი ტელეფონის ნომრის მიცემა – არ ღირს დროის დახარჯვა მამაკაცზე, რომელიც არ გაინტერესებთ. მით უფრო, მომაბეზრებელ კაცზე „უარის“ თქმის არ შეგეშინდეთ. არ გსურთ ქუჩაში გაცნობა? ასე უთხარით და მოფიქრებული სახელი თავს არ მოახვიოთ. იგივე ტელეფონის ნომერს ეხება. ახალგაზრდობაში ყალბი ნომრის მოფიქრება და მეგობრებთან ერთად დაცინვა შეგეძლოთ. ასეთი თამაში ზრდასრულ ქალს არ შეეფერება.
- დაქალებისთვის ბევრი რამის გამხელა – ბევრი პირადული და ინტიმური რამ არსებობს, რაც დაქალებს არ უნდა გაუზიაროთ. გასული საღამოს და ღამის დეტალების მოსმენისას შეიძლება თავი უხერხულად იგრძნონ. ალბათ, საკუთარი თავგადასავლები აქვთ, რომელიც სურთ კულისებში დატოვონ. მეგობრულ ურთიერთობაშიც გულწრფელობის ზომა უნდა იცოდეთ.
- სოციალურ ქსელებში დაკარგვა – ნამდვილი ცხოვრება აქაა და არა ტელეფონის ეკრანზე. ინსტაგრამის ფოტოებით არ იცხოვრო, ისინი რეალური არაა. მეგობრებს პირადი შეხვედრისას ესაუბრეთ და მესენჯერში შეტყობინებებით ნუ ააფეთქებთ. იგივე პაემანს ეხება. ელექტრომოწყობილობა პირისპირ კომუნიკაციას ვერ შეცვლის.
- პირველი ნაბიჯის არ გადადგმა – უკარება პრინცესას კიდევ ერთი ცუდი ჩვევა, რომელიც დროა წარსულში დატოვოთ. დრო მიდის და, სამწუხაროდ, ახალგაზრდა არ ვხდებით. თუ მოგწონთ მამაკაცი, მასთან გასაუბრება და ფინჯან ჩაიზე დაპატიჟება არ მოგერიდოთ. იქნებ, თქვენი ბედია.
- სპორტის უგულებელყოფა – სპორტი არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისა და სხეულის ფორმებისთვის კარგია. ვარჯიშით დაძაბულობა შეგიძლიათ მოიშოროთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თუ არ გსურთ 40 წლისას მოხრილი და ჩაკეტილი იყოთ, სავარჯიშო დარბაზში აბონიმენტი დროულად შეიძინეთ!
- დღის ბოლოს მაკიაჟის დატოვებბა – არა მხოლოდ სხეულზე, არამედ კანზეც უნდა იზრუნოთ. ის პირველ სიგნალს იძლევა, რომ 20 წლის აღარ ხართ. როგორც არ უნდა გეზარებოდეთ, ღამით მაკიაჟი აუცილებლად მოიშორეთ. თუ გსურთ, რომ დილით გაიღვიძოთ თვალების ქვეშ შავი ზოლებით და გაღიზიანებული კანით? სწორი მოვლა შეარჩიეთ და კოსმეტოლოგის რეკომენდაციების დაცვა არ დაგეზაროთ.
- საკუთარ თავზე ჩივილი – სხვებთან საკუთარი თავის შედარება შეწყვიტეთ. თვითკმარი და ზრდასრული ქალი ხართ უნიკალური ხასიათით და განუმეორებელი ბედით. სარკეში ნაკეცების და ნაოჭების ყურება შეწყვიტეთ. მით უფრო, შეყვარებულს ან მეგობარს ამაზე არ ეწუწუნოთ. თუ რამე არ მოგწონთ, მიხედეთ ან მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.
- ექიმებთან არარეგულარული ვიზიტი – წელიწადში ერთხელ გამოკვლევა, ანალიზების ჩაბარება აუცილებელია. ამის უგულებელყოფა არ ღირს. განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე დაავადების მიმართ მიდრეკილება გაქვთ. ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ, რომ დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ.
- ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნა – დატოვეთ ურთიერთობა, რომელიც სიამოვნებას აღარ განიჭებთ, თქვენით მანიპულირებენ ან შეურაცხყოფას გაყენებენ. ჩემოდანი ჩაალაგეთ და ახალი ცხოვრებისკენ გაეშურეთ. ნებისმიერ ასაკში იპოვით მას, ვინც შეგიყვარებთ.
მავნე ჩვევები წარსულში დატოვეთ. 30-40 წლისას საკუთარი თავის დაფასება უნდა ისწავლოთ. ბევრი შეყვარებული შეიძლება გყავდეთ, მაგრამ თქვენ ერთი ხართ. თქვენს ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს