ქმარი აღარ მიყვარს. ნიშნები, რომ პარტნიორის ვნება გაცივდა

676

გუშინ მარადიულ სიყვარულს გეფიცებოდათ, დღეს კი ალმაცერად გიყურებთ. სად გაქრა საყვარელი ადამიანის კეთილმოსურნე ტონი და რატომ შეცვალა მუდმივმა უკმაყოფილებამ? იქნებ, სიყვარული დასრულდა და ერთგულ ცოლს ქმარი გადაუყვარდა? Vivien გიამბობთ სამ ნიშანზე, რომელიც სიგნალს გაძლევთ, რომ პარტნიორის გრძნობები გაცივდა.

როგორ მივხვდეთ, რომ ცოლს ქმარი გადაუყვარდა – ქალის ფსიქოლოგია რთული თემაა. მაშინაც კი, თუ ქალი ფლირტაობს და თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიგანიშნებთ, ეს არ ნიშნავს, რომ შეყვარებულია. ქალს ხშირად მოსწონს მამაკაცის ყურადღება, რომელიც არაფერს ავალდებულებს. ბევრ ქალს მარტოობის ატანა არ შეუძლია, ამიტომ ცხოვრობს კაცთან, რომლის მიმართ გრძნობები არ აქვს. პარტნიორის გამოაშკარავება მარტივია. ამისთვის მის ქცევას დააკვირდით.

  • პირველი ნიშანი: საბაზრო ურთიერთობა – თუ ურთიერთობა აგებულია პრინციპზე „მიყიდე და გადამიხადე“, არის მასში სიყვარულის ადგილი? რა თქმა უნდა, ფინანსები და ბიუჯეტი ჯანსაღი ოჯახის ბოლო კომპონენტი არაა, თუმცა თუ ურთიერთობაში მხოლოდ მერკანტილური ინტერესია სინაზის, ზრუნვის და პატივისცემის გარეშე, წვეთ სიყვარულს ვერ იპოვით. ორმხრივი სარგებელი უსიყვარულო ურთიერთობას განასხვავებს. ერთგვარი საბაზრო ურთიერთობაა. მაგალითად, „ახალი ჩექმა მიყიდე, გემრიელი ვახშამი ხომ მოგიმზადე!“ ან „ყოველდღე შენს ტანსაცმელს ვაუთოვებ, გამოდის, უნდა უზრუნველმყო!“. დაგვეთანხმეთ, ამ სიტუაციაში უანგარო ზრუნვა და გულწრფელი მადლიერება არ ჩანს.
  • მეორე ნიშანი: მუდმივი უკმაყოფილება – შეყვარებული ქალი ნაზი და მღელვარეა. სიყვარულზე შეიძლება არ საუბრობდეს, მაგრამ მისი ტონი რბილია, მეტყველება ნარნარა. ქალი, რომელსაც ქმარი აღარ უყვარს, ხმამაღლა მკვეთრი ტონით ხშირად საუბრობს, ისე იქცევა, თითქოს ქმრის არსებობაც აღიზიანებს. მისი ქცევით ყოველთვის უკმაყოფილოა და ყოველ არასწორ სიტყვაზე ფეთქდება. მისი მეტყველება სავსეა ფრაზებით: „თავი დამანებე!“, „გაჩუმდი“, „დაკავებული ვარ“, „მარტო დამტოვე“. პრეტენზიები ნორმაა ოჯახში, საიდანაც სიყვარული და ურთიერთგაგება გაქრა.
  • მესამე ნიშანი: უგულებელყოფა – გაღიზიანება ერთ–ერთი გრძნობა მაინც არის, რაც ნიშნავს, რომ ქალს მამაკაცის მიმართ გული ბოლომდე არ გაცივებია. თუ ემოციებს უყურადღებობა ცვლის, საქმე ცუდადაა. ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტი ინტერესს არ აღვივებს, როგორც ურთიერთობის დასაწყისში, არამედ გულგრილობის პირველი ნიშანია. ქალს არ აინტერესებს, სად დაიკარგა ქმარი მთელი საღამო, მშიერია თუ არა, როგორ ჩაიარა შეხვედრამ სამსახურში. არ ეჭვიანობს, არ ბრაზობს, არ მანიპულირებს. ქმარს ისე უყურებს, როგორც ავეჯს, რომელიც მისაღებში მთელი ცხოვრება დევს, მაგრამ საშინლად მობეზრდა. მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები ან ძველი გრძნობის ჩრდილი შეიძლება აკავებდეს, მაგრამ ამ მამაკაცის გვერდით ბედნიერი მომავლის იმედი აღარ აქვს.

სამწუხაროდ, სიყვარული მარადიული არაა. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი არა მხოლოდ მღელვარე გრძნობებზე, არამედ პატივისცემაზე, ნდობასა და ზრუნვაზე დაფუძნებული იყოს. ასე სიყვარულის გაქრობის ნიშნების ძებნა არ მოგიწევთ. ვნება შეიძლება გადაიზარდოს ღრმა და ნაზ გრძნობაში, რომელიც სიყვარულზე ძლიერია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს