6 რამ, რითაც უსუფთაო და ზარმაცი დიასახლისი შეგიძლიათ გამოაშკარაოთ

3330

კარგი დიასახლისი სახლში უწესრიგობას არასდროს დაუშვებს. მას ოჯახი დანაყრებული ჰყავს და ბინაც სისუფთავით ბრწყინავს. ზარმაცი ქალი იატაკის წმენდას თავისუფალ დროს არ დაუთმობს. შეიძლება უბრალოდ ბიზნესვუმენია და დრო არ აქვს? Vivien გასწავლით, როგორ მიხვდეთ, რომ უსუფთაო და ზარმაცი დიასახლისის სახლში მოხვდით.

  • გაზქურა – სამზარეულო მთელ სახლში ერთ–ერთი ყველაზე ჭუჭყიანი ადგილია. მოწესრიგებული დიასახლისიც საჭმლის მომზადებისას გაზქურაზე ცხიმის ლაქებს თავიდან ვერ აიცილებს, მაგრამ მაშინვე წმენდს. ზარმაცმა ქალმა ჭუჭყიანი ქურა შაბათ–კვირამდე ხელუხლებელი შეიძლება დატოვოს, როცა გამხმარი ცხიმის მოშორებას აგრესიული ქიმიის გარეშე ვეღარ შეძლებს.
  • სანტექნიკა – ხელსაბანის და აბაზანის ონკანზე წყლის წვეთები ყოველთვის რჩება. წვეთები შრება და ლაქავდება. თუ დიდხანს არ გაწმენდთ, თეთრი ნადები გაჩნდება. ეს უსუფთაო დიასახლისს ააშკარავებს. იგივე ითქმის უნიტაზზე, ხელსაბანსა და საშხაპე კაბინაზე. სანტექნიკა ყოველთვის იდეალურად სუფთა უნდა იყოს.
  • ფარდები – ზარმაცი დიასახლისი ფარდას წელიწადში 2–ჯერ (შემოდგომა და გაზაფხული) რეცხავს. ფარდაზე ბევრი მტვერი გროვდება, ჭუჭყიანი ხელით ხშირად ვეხებით, ამიტომ თვეში ერთხელ უნდა გაირეცხოს. ზარმაცი ქალი ფარდას ასე ხშირად არ რეცხავს, რადგან შემდეგ დაუთოება და ჩამოკიდება სჭირდება.
  • ფანჯრები – ზარმაცი ქალი ფანჯარას წმენდს მხოლოდ მაშინ, როცა ფარდას რეცხავს. მის სახლში ფანჯარას წვიმის წვეთები, ლაქები და ხელის კვალი ამჩნევია. დიდი ალბათობით, ასეთი ბინძური ფანჯრიდან გარეთ ამინდის დანახვას ვერ შეძლებთ.
  • მიკროტალღური – ასეთი ღუმელი მუდმივად საჭმელთან კონტაქტშია და ხშირად ბინძურდება. ზარმაცი ქალი ტექნიკას მხოლოდ გარედან წმენდს და შიგნიდან არა. არადა ცხიმის მოშორება ყველაზე მთავარია.
  • ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანი – აქ ფანჯრის მსგავსი სიტუაციაა. ეკრანზე მტვერი და თითების კვალი უყურადღებო დიასახლისს ააშკარავებს. იგივე თაროზე, წიგნებსა და დეკორის ნივთებზე მტვერს ეხება. ზარმაცი ქალის სახლში მტვერი ზედაპირზე სქელ ფენად გროვდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს