ალენა ფიქრობდა, რომ ეს ჩვეულებრივი მივლინება იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა

505

ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მივლინება შეიძლება დეტექტიური ჟანრის ფილმად გადაიქცეს. ასე დაემართა ალენას, რომელიც კურორტზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მივლინებით იმყოფებოდა. გიამბობთ, რა მოხდა და როგორ გამოძვრა სიტუაციიდან.

ალენა აუდიტად მუშაობდა და ამჯერად საკურორტო ქალაქში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა შეემოწმებინა. დიდად ასეთ სასტუმროებში ყოფნა არ სიამოვნებდა, მაგრამ სამსახურის გამო უწევდა. ამჯერად სასტუმროს შეძლებული და გავლენიანი მომხარებლები უჩიოდნენ და შემოწმება აუცილებელი იყო. პარასკევს საღამოს უკვე სასტუმროში იყო. მაშინვე რესტორანში წავიდა. თითქმის იმწამსვე სიმპათიურმა მამაკაცმა გვერდით დაჯდომა სთხოვა. ზოგადად კაცებით არ ინტერესდებოდა, მაგრამ ამჯერად უარი არ უთქვამს.

ახალ ნაცნობს ანრი ერქვა. ერთმანეთს გაესაუბრნენ. აღმოჩნდა, რომ ანრი 1 კვირით დასასვენებლად იყო ჩამოსული. ჩოგბურთის თამაში სურდა და ღირსეულ მეტოქეს ეძებდა. ალენა ჩოგბურთს კარგად თამაშობდა და მეორე დღისთვის შეჯიბრი დაგეგმეს. ვახშამმა შეუმჩნევლად ჩაიარა. ისე, რომ ალენას მთავარი მიზანი და კერძის ხარისხის შემოწმება დაავიწყდა. მოგვიანებით ცოტა დალიეს. დილით მხოლოდ ის ახსოვდა, როგორ აქებდა ანრი რესტორნის კერძებს. საუზმეზე კერძების უკეთ შეფასება დაგეგმა, მაგრამ თავს ისე ცუდად გრძნობდა, საუზმე საერთოდ გამოტოვა. მოგვიანებით ანრისთან ერთად ჩოგბურთი ითამაშა. ღონის გამოცლამდე თამაშობდნენ.

ისევ ერთად ივახშმეს. ბევრს საუბრობდნენ. ამჯერად ალენამ დალევაზე უარი განაცხადა. ფხიზელ გონებაზე ოფიციანტების ცუდად მუშაობდა და ცუდი სერვისი შენიშნა. კერძიც არც თუ ისე კარგი იყო. ანრი საპირისპიროს უმტკიცებდა. მისი თქმით, კერძი უგემური, მაგრამ სასარგებლოა, ყოველგვარი სოუსის გარეშე. თავად ვერ შეამჩნია, ისე დაეთანხმა ანრის არგუმენტებს. მეორე დღეს საუზმეზე ანრის შეხვდა. ამჯერად თერმულ წყლებს ეწვიენ და დღე ერთად გაატარეს. იმდენად კარგად ერთობოდნენ, რომ ალენას საკუთარი თავის უკვირდა. კვირა დღეც დასასრულს მიუახლოვდა. ანრიმ მატარებლამდე მიაცილა. ნომრები გაცვალეს და ალენა სახლში წავიდა.

როგორც კი, სავარძელზე დაჯდა, გაახსენდა, რომ შემოწმება არ ჩაუტარებია. მხოლოდ ის ახსოვდა, როგორ აქებდა ანრი რესტორნის კერძებს და მომსახურებას. შაბათ–კვირა ნამდვილად კარგად გაატარა. გამოდის, რომ ნამდვილად კარგი სერვისია. გადაწყვიტა, რომ ანგარიშს ანრის სიტყვებით შეავსებდა. დაწერა და ანრისთან დარეკა. მასთან კიდევ ერთხელ საუბარი სურდა, მაგრამ როგორც ჩანს ნომერი არასწორად ჩაიწერა. ანრის ვერ დაუკავშირდა, ამიტომ მომდევნო შაბათ–კვირას სასტუმროში დაბრუნება დაგეგმა იმ იმედით, რომ ანრის კიდევ ერთხელ შეხვდებოდა. ნომერი წინასწარ დაჯავშნა. მოუთმენლად ელოდა კვირის დასრულებას. გაუცნობიერებლად უცნობი მამაკაცი შეუყვარდა. შაბათს უკვე რესტორანში იჯდა და ანრის ნახვის იმედი ჰქონდა. როგორც ჩანს, ანრი უკვე წავიდა, რადგან არც ერთ მაგიდასთან იჯდა. იმედი უკვე გადაეწურა, რომ ოფიციანტის ფორმაში გამოწყობილი ანრი დაინახა. მანაც დაინახა და ადგილზე გაშეშდა. ალენას საჯარო სკანდალები არ ახასიათებდა, ამიტომ ანრის სამსახურის დამთავრებას და ახსნას დაელოდა.

გაირკვა, რომ ეს ყველაფერი თამაში და უფროსის დავალება იყო. ხელმძღვანელობა გათავისუფლებით დაემუქრა, თუ მათ ბრძანებას არ შეასრულებდა. ყველაფერი დალაგდა. ანრის თქმით, სასტუმროს ხელმძღვანელობამ აუდიტის შემოწმების შესახებ წინასწარ იცოდა და ამიტომ მისთვის ხელის შეშლა გადაწყვიტეს. ამ მიზეზით მთელი დღეები ანრი ალენას თავგზას უბნევდა. ალენას გაგონილისგან გული ერეოდა. თავს საშინლად გრძნობდა. მოატყუეს და გამოიყენეს.

ანრი ბოდიშს იხდიდა და ეუბნებოდა, რომ მის მიმართ გრძნობები ნამდვილად გაუჩნდა. ალენას მოსმენა არ სურდა. გეგმა დაისახა. იმ საღამოსვე სახლში დაბრუნდა. სიტუაციის გამოსწორება სცადა. ორშაბათს დილით უფროსთან შევიდა და მომხდარის შესახებ სიმართლე უამბო. მისმა მონაყოლმა საქმეები არია. თავადაც პრემიის გარეშე დარჩა, მაგრამ იპოვეს ადამიანი, რომელიც სასტუმროებს შემოწმების შესახებ წინასწარ აფრთხილებდა. დიდი თანამდებობის პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ალენას ერთი ჩვეულებრივი მივლინება ნამდვილი სკანდალით დასრულდა. ქალი თავს საზიზღრად გრძნობდა, მაგრამ ესმოდა, რომ სწორად მოიქცა. კარგი საქმე გააკეთა და პროფესიონალივით იმოქმედა. ისწავლა, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება.

ცხოვრება ღალატით და ტყუილით სავსეა, მაგრამ იმედი არ გაიცრუოთ. ყოველთვის იპოვით გამოსავალს, რომ სწორად მოიქცეთ. ასე ცხოვრება ცოტათი უკეთესი გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს