რჩევები, როგორ გადავარჩინოთ ორქიდეა, თუ საყვავილე ღერო გადატყდა

450

ორქიდეა ულამაზესი და პრეტენზიული მცენარეა. ამ ყვავილის სხვადასხვა ფერის და ფორმის ბევრი ჯიში არსებობს. მცენარე ადვილად ზიანდება. Vivien გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, როგორ იზრუნოთ ორქიდეაზე და რა გააკეთოთ, თუ საყვავილე ღერო გადატყდა.

  • თუ საყვავილე ღერო მთლიანად გადატყდა, მაშინ დაზიანებულ ადგილზე ფრთხილად უნდა გადაჭრათ. თუ ორქიდეას ქვემოთ კვირტები და კოკრები აქვს, მალე აყვავილდება. ამისთვის ბევრი მზის აბაზანა მოუწყვეთ და კარგად გამოკვებეთ. გადაჭრილი ღერო წყლით სავსე მუქი ფერის ლარნაკში ჩადეთ. არსებობს შანსი, რომ წყალში ჩადებული ორქიდეას ღერო გაფესვიანდეს. ამ შემთხვევაში ქოთანში გადარგეთ.
  • თუ საყვავილე ღერო ნახევრად გადამტყდარია, მაშინ შეგიძლიათ ღეროს აღდგენა სცადოთ. ალოე ვერა დაგეხმარებათ. ფლორისტები ამ ხრიკს ხშირად მიმართავენ. ხორციანი ალოეს ნაჭერი ყვავილს დაზიანებაზე წაუსვით. ალოეს წვენში შემავალი ნივთიერებები ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს, უჯრედებს აღადგენს და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. წვენის შეწოვას დაელოდეთ და ბზარის ადგილი სკოჩით დაამაგრეთ. ალოეს წვენი 3-4 დღეში ერთხელ წაუსვით. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ, ყვავილი უფრო მეტად არ დაზიანდეს. ამის შემდეგ ღეროს შეხორცებას დაელოდეთ და სათანადოდ იზრუნეთ. საკმარისი სინათლე მიაწოდეთ და გამოკვებეთ, რომ აყვავილდეს.

ალოე მძინარე კვირტებსაც აღვიძებს. თუ ორქიდეა დიდი ხანია არ ყვავილობს, კვირტების ადგილზე ალოე დააფარეთ. როგორც კი ალოე გაშრება, გამოცვალეთ. ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი ალოე ყლორტების და ყვავილების განვითარებას ხელს შეუწყობს.

სასარგებლო რჩევები – ორქიდეა დიდებულად რომ აყვავილდეს და ჯანმრთელობით გაგახაროთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ.

  • ახალშეძენილი ორქიდეა სხვა ყვავილებისგან მოშორებით დადეთ. სასუქი და წყალი ჯერ არ მიაწოდოთ.
  • გაფანტული მზის სინათლე სჭირდება, რადგან ტროპიკული მცენარეა, რომელიც ხეების ჩრდილში იზრდება.
  • ტენიანობისა და ტემპერატურის მიმართ მომთხოვნია. გადახურება არ დაუშვათ, ხშირად დანამეთ.
  • აყვავებული ორქიდეა მხოლოდ თბილი წყლით (მაქსიმუმ 30 გრადუსი) მორწყეთ.
  • გამოიყენეთ სპეციალური სასუქი, რომელიც ორქიდეას ჯიშს შეეფერება. 6 თვეში ერთხელ აუცილებლად გამოკვებეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს