რჩევები, როგორ გაწმინდოთ უთოს ძირი სწრაფად სახლის პირობებში

976

უთოს ძირზე ნამწვის გაჩენისგან დაზღვეული არავინაა. მიზეზი შეიძლება უხარისხო უთო ან არასწორად შერჩეული ტემპერატურის რეჟიმი იყოს. შეგიძლიათ ახალი უთო იყიდოთ ან სახლის პირობებში ნამწვის მოშორება სცადოთ. Vivien 3 ეფექტურ ხრიკს გიზიარებთ. მათი დახმარებით უთოს ძირი ახალივით გახდება. გახსოვდეთ, ნამწვის მოშორება აუცილებელია, თუ სერიოზულ შედეგებთან შეჯახება არ გსურთ. ქსოვილი უთოს ეკვრის და ფუჭდება. სწორედ ამიტომ, ყოველი გამოყენების შემდეგ უთო გაწმინდეთ, განსაკუთრებით ნამწვის შემთხვევაში.

3 ხრიკი უთოს გასაწმენდად

  • ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბი – სწრაფი მეთოდი. უთო მაქსიმალურად გააცხელეთ და გამორთეთ. ორთქლის რეჟიმი აუცილებლად გათიშეთ, რომ კანი არ დაიწვათ. აბი უთოს ძირს მსუბუქი ზეწოლით წაუსვით. სალფეთქით ნარჩენები მოაშორეთ. უთო ცხელია, ამიტომ ფრთხილად იმოქმედეთ.
  • 9%–იანი ძმარი – სუფრის ძმარი და სპირტი 1:1 პროპორციით გახსენით. ნარევში დასველებული ტამპონით უთოს ძირი გაწმინდეთ. ნამწვი უკვალოდ მოშორდება.
  • სოდა – სოდა სამზარეულოში ყველას აქვს. ანადუღარ წყალში გააზავეთ. ხსნარში დასველებული ჩვრით უთოს ძირი გაწმინდეთ. ბოლოს სველი ღრუბლით ზოლები მოაშორეთ.

როგორც ყოველთვის, პრევენცია უკეთესია, ვიდრე შედეგებთან ბრძოლა. ქსოვილის შესაფერისი ტემპერატურის რეჟიმი გამოიყენეთ. ყოველი გამოყენების შემდეგ სველი რბილი ჩვრით გაწმინდეთ. ასე ნამწვი დაგავიწყდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს