5 ვარიანტი, როგორ გამოიყენოთ მათეთრებელი არაპირდაპირი დანიშნულებით

429

ბევრ დიასახლისს უკვე დაავიწყდა, რა არის მათეთრებელი, მაგრამ პირადად ამ საშუალებას დიდი რაოდენობით ვყიდულობ. არ იფიქროთ, რომ ბევრი თეთრი ნივთი, პირსახოცი ან თეთრეულის კომპლექი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ისედაც იცით, როგორ გამოიყენოთ მათეთრებელი რეცხვისას. ეს საშუალება არა მხოლოდ ტანსაცმელზეა ეფექტური. დედამთილმა გამიზიარა ხრიკები, რომელთა წყალობით კარადაში სხვა საშუალება თითქმის აღარ მაქვს. თანამედროვე ქიმია ან ძალიან აგრესიულია ან უსარგებლო. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ მათეთრებელი სწორად სახლის დასალაგებლად, სადეზინფექციოდ და სხვა ყოველდღიური პრობლემის მოსაგვარებლად.

როგორ გამოვიყენოთ მათეთრებელი საოჯახო საქმეში

  1. ბლოკირების მოხსნა – მათეთრებელი ბლოკირებას, მათ შორის ცხიმის ფენით გამოწვეულს შესანიშნავად უმკლავდება. დიახ, არა თმას ან საკვების ნარჩენებს. მილებში სწორედ ცხიმი გროვდება და წყლისთვის გაუვალ დაბრკოლებას ქმნის. მათეთრებელში შემავალი ქლორი პრობლემას მარტივად მოაგვარებს. 500 მლ მათეთრებელი მილში ჩაასხით და 1 საათით გააჩერეთ. შემდეგ ბევრი წყლით ჩარეცხეთ.
  2. ობთან ბრძოლა – ასეთი უსიამოვნება როგორც კერძო სახლში, ასევე აგარაკზე ხშირი შემთხვევაა. ობი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა, ამიტომ სასწრაფოდ მოიშორეთ. აქაც მათეთრებელი დაგეხმარებათ. პულვერიზატორში ჩაასხით და სოკოთი დაზიანებული ზედაპირი დაამუშავეთ. სოკო კედლიდან ჩამოწვეთავს და ზოლებს დატოვებს. გაშრობის შემდეგ კვალი არ დარჩება. ეფექტის გასაძლიერებლად პროცედურა მეორე დღეს გაიმეორეთ.
  3. სახლის დალაგება – ზედაპირების დეზინფექცია ზედმეტი არასდროსაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ. 100 გ მათეთრებელი 1 ვედრო წყალში გახსენით და ზედაპირები გაწმინდეთ. ამ საშუალებით კარის სახელურები და სხვა ზედაპირებიც დაამუშავეთ, იატაკები მოწმინდეთ.
  4. უნიტაზის წმენდა – უნიტაზის საწმენდად უკეთეს საშუალებას ვერ მოიფიქრებთ. მათეთრებელი ჟანგს და წყლის ქვებს აშორებს. სანტექნიკა ისე გაპრიალდება, თითქოს მაღაზიიდან გუშინ გამოიტანეთ. გარდა ამისა, მათეთრებელი ფილებს შორის ღარების საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. კბილის ჯაგრისი საშუალებაში დაასველეთ და ღარები გახეხეთ. 30 წუთში წყლით ჩამორეცხეთ.
  5. კატის უჯრის წმენდა – დროთა განმავლობაში კატის უჯრა შარდის ქვებით იფარება და დამახასიათებელ სუნს იძენს. ხშირად ამ პრობლემას აგრესიული სარეცხი საშუალებაც ვერ უმკლავდება. მათეთრებელი ამ პრობლემას მარტივად დაამარცხებს. კატის ტუალეტი ამ საშუალებით გაწმინდეთ, რომ უსიამოვნო არომატი და ჩამჯდარი ჭუჭყი მოიშოროთ.

მათეთრებელი, როგორც საწმენდი საშუალება, სხვადასხვა სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. აუზის, აკვარიუმის, აბაზანის, შინაური ცხოველების ტუალეტის წმენდა სრული სია არაა. გარდა ამისა, უნივერსალური საშუალება თეთრები ღირს და თითქმის ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება.