წლებია ჩემს აგარაკზე ყვავილები დიდებულად ყვავის. ამისთვის დილიდან საღამომდე ბაღში ფუსფუსი არ მიწევს. ქიმიურ სასუქებსაც არ ვიყენებ. კეფირით გამოკვება მეხმარება. აგარაკისკენ მიმავალ გზაზე ამ რძემჟავა პროდუქტის შეფუთვას ვყიდულობ.კეფირით გამოკვება განსაკუთრებით უყვარს შემდეგ მცენარეებს: აზალია, ნემსიწვერა, ჰორტენზია, პეტუნია და ია. ეს ყვავილები ჩემს ბაღს ლამაზს და არომატულს ხდის. ყვავილების საკვებს ერთ წუთში მოამზადებთ, ხოლო შედეგით მთელი სეზონი თვალს გაახარებთ.
კეფირით გამოკვება: ეფექტური მეთოდი ყვავილებისთვის
დაგჭირდებათ:
- 100 მლ კეფირი (2,5%)
- 1 ლ წყალი
მომზადების და გამოყენების წესი:
- წყალი წინასწარ გააჩერეთ და აადუღეთ.
- კეფირი და წყალი აურიეთ.
- მორწყული ყვავილები მზა ხსნარით გამოკვებეთ.
- თუ მცენარის ფოთლების ბაქტერიებისგან დაცვა გსურთ, ნარევი ფოთლებზეც შეასხურეთ.
ასეთი საკვები 3 კვირაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ. ოთახის მცენარეებისთვისაც კარგია. თუ დიდი ბუჩქი გაქვთ, რომელიც ბევრ სითხეს მოითხოვს, ინგრედიენტების რაოდენობა პროპორციულად გაზარდეთ.უბრალო კეფირი ყვავილების საკვებად გამოიყენეთ, რომ სურნელოვანი, ჯანსაღი და აყვავებული ბაღით ისიამოვნოთ. ნახავთ, როგორი მადლიერებით გიპასუხებთ ყვავილი: მაშინვე გაიშლება!