ნიჭიერმა მკერავმა იდეალური გამოსაშვები საღამოს კაბა შეკერა, მაგრამ საყვარელი ადამიანის დასახმარებლად გაყიდა

518

სკოლის მოსწავლემ გამოსაშვები საღამოსთვის იდეალური საღამოს კაბა შეკერა და იმედი ჰქონდა, რომ წვეულებაზე ნამდვილ ფურორს მოახდენდა. კერვა ბავშვობიდან უყვარდა, სულ რაღაცას ჭრიდა და კერავდა, ამიტომ კაბის ყიდვაზე არც დაფიქრებულა. საოცნებო კაბის შეკერვა მოასწრო, მაგრამ გაყიდვა მოუწია. Vivien გიზიარებთ ქეთის ისტორიას, რატომ ვერ წავიდა გამოსაშვებ საღამოზე და გაყიდა კაბა, რომელზეც მთელი 6 თვე მუშაობდა, და როგორ დასრულდა მისი ამბავი.

ერეკლე ქეთის საუკეთესო მეგობარი და მეზობელი იყო. ყველგან ერთად დადიოდნენ, ბაღში, სკოლაში. ერეკლე მეგობრის ნიჭით გაოცებული იყო, მუდმივად მხარს უჭერდა. გოგონას ოცნება იყო, რომ მოდისა და დიზაინის სფეროში თავი დაემკვიდრებინა, წარმატებული ადამიანი გამხდარიყო. სულ საქმეში იყო, ამიტომ მეგობრის მისადმი გრძნობები ვერც შეამჩნია. ერეკლეც ფიქრობდა, რომ გოგონა მის მიმართ გულგრილი იყო და სიყვარულში არ უტყდებოდა.

6 თვიანი შრომის შემდეგ ქეთიმ იდეალური გამოსაშვები საღამოს კაბის შეკერვა დაასრულა. მის ლამაზ ფორმებს საოცრად კვეთდა. ოჯახი, ახლობლები და კლასელებიც მისი შედევრის ნახვას ელოდნენ. აინტერესებდათ, თუ გაუწევდა კონკურენციას ბრენდულ კაბებს. ეს ქეთის ნაკლებად აღელვებდა, უბრალოდ დღე და ღამე მუშაობდა.

ერთ საღამოს მეგობარმა სამწუხარო ამბავი ამცნო. ერეკლეს დედას გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა, სხვა შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა. ცხოვრებაში პირველად, ერეკლე მის თვალწინ ატირდა. „წინასწარ ნუ დარდობ. რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ“ – ანუგეშებდა მეგობარს.

გამოსაშვები საღამო ახლოვდებოდა. 2 კვირა იყო დარჩენილი, მაგრამ მეგობრებს ზეიმი გადაავიწყდათ. ისინი ერეკლეს დედის სამკურნალოდ ფულის შეგროვებას ცდილობდნენ. ქეთიმ საღამოს კაბის გაყიდვა და ამით მეგობრის დახმარება გადაწყვიტა. უცხოელი ონლაინ მყიდველი იპოვეს, რომელიც სავარაუდო სარგებელზე მეტს იხდიდა. ბედნიერმა გოგონამ კაბა მყიდველის ზომების მიხედვით შეცვალა და გააგზავნა. მეგობრების და ორივე ოჯახის დახმარებით საკმარისი თანხა შეაგროვეს და ერეკლეს დედა სამკურნალოდ გააგზავნეს. იმ საღამოს, როცა ერეკლეს და ქეთის კლასელები გამოსაშვებ საღამოზე ერთობოდნენ, მეგობრები სახლში ისხდნენ და ოპერაციის დასრულებას ელოდნენ. ქეთიმ მცირე სინანულით აღნიშნა, რომ კლასელებს საოცარ კაბას დაჰპირდა, მაგრამ თავად არც კი მისულა. ალბათ, ახლა დასცინიან. „წინ ბევრი დიდებული წვეულება გელოდება, უფრო ზუსტად, ჩვენ“ – ჩუმად და სიყვარულით უპასუხა ერეკლემ და ხელი მოხვია.

იმ საღამოს გაიგეს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. როგორც იქნა, ერეკლემ გაბედა და ქეთის სიყვარულში გამოუტყდა. საბედნიეროდ, ქეთისაც მის მიმართ გრძნობები ჰქონდა. ბიჭი დიდხანს ფიქრობდა, რა გაეკეთებინა სამადლოდ შეყვარებულისთვის. გადაწყვიტა მისთვის პატარა სტუდია მოეწყო, სადაც ქეთი საღამოს კაბების შეკერვას შეძლებდა.

თანდათან ქეთის ბიზნესი გაფართოვდა. მის უნიკალურ კაბებს ცნობილი მოდელები, ბლოგერები, მსახიობები და მომღერლები იცვამდნენ. შემოსავლები გაიზარდა. მისი მოდის სახლის წლიური ბრუნვა მილიონ დოლარს აჭარბებდა. თავადაც უჭირდა იმის დაჯერება, რომ ასეთ წარმატებას მიაღწია და გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავდა.

10 წლის იუბილის ზარზეიმით აღნიშვნა გადაწყვიტეს ისე, როგორც მდიდარ ხალხს შეეფერება, მაგრამ პატარა სიურპრიზი ელოდათ. ქეთი ორსულად იყო და უკვე მეოთხე კაბას იზომავდა, მაგრამ ვერ ჩაეტია. „მგონი ამ კაბის გადაკეთებაც მომიწევს. რას იტყვი, დამნაშავევ“ – ეხუმრებოდა მეუღლეს. „წინასწარ ნუ დარდობ. რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ“ – ერეკლემ ქეთის საბედისწერო სიტყვები სიცილით გაიმეორა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს