ხალიჩას სარეცხი კაფსულით ჭუჭყისგან იდეალურად ვწმენდ. მხოლოდ ერთი დაგჭირდებათ

480

გახსოვთ, როგორ გაჰქონდათ ადრე კაცებს ხალიჩა თოვლში და ასე წმენდდნენ? ახლა ასეთ რამეს ვეღარ ნახავთ. ხალხი ნაკლებ ხალიჩას იყენებს, თან მრავალფეროვანი საწმენდი საშუალებები არსებობს. როგორ გავწმინდოთ ხალიჩა ჭუჭყისგან, თუ თოვლი და ხალიჩის საბერტყი არ გაქვთ? დღეს ხალიჩების საწმენდი საშუალებების მრავალფეროვნება გასაოცარია, მაგრამ ყველა საკმარისად ეფექტური არაა. ზოგიერთი საშუალება საპნის ზოლებს ტოვებს, სხვები ხაოს ერთმანეთში აწებებს. ხშირად ხალიჩის საწმენდად ბევრი წყლის დახარჯვა გვიწევს, მაგრამ როგორ გავაშროთ?

როგორ გავწმინდოთ ხალიჩა ჭუჭყისგან სარეცხი კაფსულით

ხალიჩის წმენდის ამ მეთოდის შესახებ მეზობლისგან გავიგე. მას ორ ოთახში გაფენილი აქვს ხალიჩა, რომელიც ახალივით გამოიყურება. ახლა მეც ასე ვწმენდ. მხოლოდ ერთი სარეცხი კაფსულა დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • სარეცხი კაფსულა
  • წყალი
  • თავსახური
  • რეზინი

გამოყენების წესი:

  1. სარეცხ კაფსულას მდუღარე წყალი დაასხით და გასახსნელად გააჩერეთ. ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ, კაფსულას შიშველი ხელით არ შეეხოთ.
  2. მიღებული ხსნარით მიკროფიბრის ჩვარი გაჟღინთეთ და გაწურეთ.
  3. გაშლილ ჩვარს ზემოდან ქვაბის ან ტაფის თავსახური დაადეთ. ჩვრის ბოლოები სახურავის სახელურზე რეზინით შეკარით.
  4. სახელურს ხელი მოკიდეთ და ხალიჩის ზედაპირი გაწმინდეთ.
  5. პერიოდულად ჩვარი მოხსენით და ხსნარში დაასველეთ.

ამ მეთოდით არა მხოლოდ ხალიჩა, არამედ ავეჯის რბილი ზედაპირი შეგიძლიათ გაწმინდოთ. მაგალითად, დივანი, სავარძელი, რბილი სკამი. სარეცხ კაფსულაში ძალიან კონცენტრირებული და ეფექტური სარეცხი საშუალება შედის, რომელიც ჭუჭყს უმკლავდება. გარდა ამისა, ხალიჩას სისუფთავის სურნელი ექნება.