ხალხური მეთოდი სანთლის გამოყენებით, რომელიც ბუზებს მოგაშორებთ

639

ზაფხულში ბევრ ადამიანს აწუხებს უსიამოვნო მოვლენა სახლში ბუზების, კოღოების და სხვა მწერების შემოფრენის სახით. განსაკუთრებით მაშინ, თუ მწერების ბადე არ აქვთ. მწერები აუტანელ ზუზუნთან ერთად სხვადასხვა ინფექციის მატარებლები არიან, ამიტომ დროულად უნდა მოიშოროთ. Vivien გირჩევთ ხალხური მეთოდები გამოიყენოთ, რომელთა დახმარებით საძულველ ბუზებს სწრაფად მოიშორებთ. გიზიარებთ ხალხურ ხრიკს სანთლის გამოყენებით. ასე ბუზებს სახლიდან უმოკლეს ვადაში მოიშორებთ.

საიმედო მეთოდი – თუ მწერების საკლავით ხელში მთელ სახლში სირბილი არ გსურთ. წებოვანი ლენტებიც, რომელთაც უსიამოვნო გარეგნობა აქვთ, თქვენი ვარიანტი არაა, სცადეთ ხრიკი სანთლის გამოყენებით.

დაგჭირდებათ:

  • 1 თეფში
  • 1 სანთელი
  • ცოტა წყალი

ხაფანგი მოამზადეთ:

  1. თეფში აიღეთ და ცოტა წყალი დაასხით.
  2. სანთელი აანთეთ. ანთებული სანთელი წყლიანი თეფშის ცენტრში ჩადგით.
  3. ოთახში სინათლე გამორთეთ და დაელოდეთ. მალე ბუზი სინათლესთან მიფრინდება და წყალში ჩაიძირება.

ბონუსს მეთოდი – ვივიენი კიდევ ერთ ეფექტურ საშუალებას გთავაზობთ. საკმაოდ მარტივია.

დაგჭირდებათ:

  • 1 ქილა
  • შესაფუთი პარკი
  • 2 ს/კ ძმარი
  • რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება

ხაფანგი მოამზადეთ:

  1. ძმარი ქილაში ჩაასხით.
  2. ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ და აურიეთ.
  3. პარკი დააფარეთ და პატარა ნახვრეტებით დახვრიტეთ.
  4. დაელოდეთ. ბუზები ამ ნახვრეტში გაძვრება და ხაფანგში გაებმება.

ზემოთ აღწერილი ხალხური მეთოდები საკმაოდ კარგ შედეგს მოგიტანთ. აეროპოლის სპრეის და ფუმიგატორის ყიდვა არ მოგიწევთ. ეთერზეთიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მწერებს ზოგიერთი ეთერზეთის სუნი არ მოსწონთ და გარბიან. წყალს რამდენიმე წვეთი დაუმატეთ და დაამუშავეთ ფანჯრის ჩარჩოები, კარების ღიობი და მწერების ბადე. ეფექტს მალე დაინახავთ!