4 ოქროს მეთოდი, როგორ შეინახოთ ახალი კიტრი ერთ თვემდე

1082

ბევრი მეაგარაკე კიტრის უხვი მოსავლის აღების შემდეგ ფიქრობს, თუ როგორ შეინახოს ბოსტნეული სწორად. ეს საკითხი რიგით მყიდველებსაც აინტერესებთ, როცა ბევრ ბოსტნეულს ბაზარში ყიდულობენ. ახალი კიტრის დიდხანს შენახვა მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავად მოიყვანეთ. მაშინაც კი, თუ ბოსტნეული ნაყიდია, Vivien გიზიარებთ მეთოდებს, როგორ ისიამოვნოთ ხრაშუნა ნაყოფით ერთ თვემდე!

ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა მეთოდი ეფექტურია. სასურველ ეფექტს მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ ყველა დაუწერელ წესს დაიცავთ. ქერქის სისქეს ყურადღება მიაქციეთ. თხელკანიანი კიტრი არ შეიძინოთ. გამყიდველს ჯიშის სახელი აუცილებლად ჰკითხეთ. სათბურის სწრაფად მომწიფებადი კიტრი დიდხანს შესანახად არ გამოგადგებათ. მაქსიმალური ვადა – 3 დღე. ეს ორი ფაქტორი დაგეხმარებათ, რომ ბოსტნეულის არჩევისას შეცდომა არ დაუშვათ.

როგორ შევინახოთ ახალი კიტრი დიდხანს

  • მეთოდი 1 – ბოსტნეულს ხშირად მაცივარში ვინახავთ, მაგრამ ამას არასწორად ვაკეთებთ. კიტრი სპეციალურ ქვედა განყოფილებაში უნდა შეინახოთ და არა საერთო უჯრაში. ასე ნაყოფი 1 კვირა ახალივით იქნება.
  • მეთოდი 2 – ალბათ, კიტრზე კვერცხის ცილის წასმა დიდხანს შესანახად არ გიცდიათ. სულ ტყუილად! ასე ბოსტნეულის ქერქზე დამცავი ფირი იქმნება, რომელიც ტენიანობის აორთქლებას აფერხებს. კიტრი გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გააშრეთ, შემდეგ კვერცხის ცილა წაუსვით. რაც უფრო სქელია ფირის ფენა, მით უფრო დიდხანს შეინახავთ.
  • მეთოდი 3 – ეს მეთოდი უბრალო ქაღალდის გამოყენებას გულისხმობს. კიტრი სალფეთქში ან ქაღალდის პირსახოცში გაახვიეთ. ამის შემდეგ პარკში ჩააწყვეთ. ასე ბოსტნეულს 2 კვირა შეინახავთ. ქაღალდი ზედმეტ სითხეს იწოვს. მარტივი და ეფექტურია!
  • მეთოდი 4 – ყველაზე ეფექტური მეთოდი ახალი კიტრის 1 თვემდე შესანახად. მთავარი პირობა: ბოსტნეულის სითხეში დატოვება. შესაფერისი ზომის ჭურჭელში წყალი ჩაასხით. მასში კიტრი კუდებით ქვემოთ ჩადეთ. წყალი დღეში ერთხელ შეცვალეთ და ნაყოფი დიდხანს ახალივით იქნება. საქმე იმაშია, რომ მათ მიერ დაკარგული ტენიანობა ანაზღაურდება იმ სითხით, რომელშიც ინახება.

კიტრის შენახვის ეს მეთოდები 100%–იან შედეგს იძლევა. მთავარია ინსტრუქციები დაიცვათ. ასე ყოველთვის ახალი კიტრი გექნებათ, რომელიც ნებისმიერ საზაფხულო წასახემსებელს შეგიძლიათ დაუმატოთ ან უბრალოდ დაჭრათ და სხვა ბოსტნეულთან ერთად მაგიდაზე გაიტანოთ.