ჩინეთში მშობლები შვილებს არ ელოლიავებიან, ამიტომ იქ ამდენი გენიოსია. აღზრდის მეთოდები

959

ჩინეთში ბავშვების აღზრდის და განათლების მეთოდები ჩვენი მეთოდებისგან ძლიერ განსხვავდება. ჩინელები ჯერ კიდევ ორსულობის დროს გეგმავენ, როგორ აღზარდონ შვილი გენიოსად. რა თქმა უნდა, ამბიციურად ჟღერს, მაგრამ იზრდებიან ბავშვები ბედნიერად? Vivien ეცდება გაარკვიოს, როგორ ზრდიან ჩინეთში მშობლები შვილებს.

აღზრდის და განათლების მეთოდები – ჩინეთში ბავშვის აღზრდის მეთოდები ტოტალურ დისციპლინასა და მშობლების ხელშეუხებელ ავტორიტეტს ეფუძნება. ბავშვები სწავლას ადრეული ასაკიდან იწყებენ. მეცნიერების სიღრმეებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს დაკვრას სწავლობენ. ჯერ კიდევ სკოლამდე ასაკში ინგლისური ენის სწავლას იწყებენ. ცეკვაზე დადიან და ჭადრაკს თამაშობენ. საინტერესოა, რომ პატარაობიდანვე მასში ნამდვილ პატრიოტიზმს აღვივებენ. ბავშვს მოდუნების დრო არ აქვს. მშობლებს ესმით, რომ მომავალში მათ შვილს მკაცრი კონკურენცია ელის. სწორედ ამიტომ, საუკეთესო უნდა იყოს. ამისთვის, უნდა იცოდეს ყველაფერი, რაც ბედნიერი მომავლის ბილეთს აჩუქებს. რამდენი წლისაც არ უნდა იყოს შვილი, მშობლები მის განრიგს საათობრივად გეგმავენ. პატარა ჩინელს თავისუფალი დრო უბრალოდ არ აქვს. სკოლა, სპორტული სექციები, წრეები და სხვა დამატებითი საქმიანობა – აი, რას აკეთებენ მუდმივად.

როგორ ზრდიან ბავშვებს ჩინეთში – იქ მშობლებს კარგად ესმით, რომ შვილებზე პასუხისმგებელნი არიან. ეს ცხოვრების თითოეულ სფეროს ეხება. სკოლაში დასწრება და საშინაო ამოცანების შესრულება მკაცრად კონტროლდება. ბავშვი შეცდომის გამო შეიძლება მკაცრად დასაჯონ. ჩინეთში ფიზიკური დასჯა იშვიათი არაა. ერთი მხრივ, კონტროლი კარგია, თუმცა ჩინელებს შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობა საერთოდ არ აღელვებთ. მათთვის, მისი წარმატება და მიღწევები უფრო მნიშვნელოვანია. ალბათ, ეს ჩვენსა და ჩინურ განათლებას შორის ერთ–ერთი მთავარი განსხვავებაა.ჩინური აღზრდის სისტემა მიმართულია იმისკენ, რომ ბავშვში შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა და ნელი მუშაობა განავითაროს. ნებისმიერ სამსახურში ხარისხიანი შედეგის მისაღებად საჭიროა გააზრებულად და არა ნაჩქარევად მოქმედება. ჩინელებმა იციან, როგორ დაინახონ ბავშვში პოტენციალი კონკრეტულ სფეროში. შემდეგ დაეხმარონ იმ თვისებების განვითარებაში, რომელიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

საინტერესო რამ ჩინური აღზრდის მეთოდის შესახებ –ჩინელები ერთმანეთს დიდი პატივისცემით ეპყრობიან, თუმცა ასაკოვნები ყველა ოჯახში ურღვევი ავტორიტეტები არიან. ამას მშობლები შვილებს ადრეული ასაკიდან ასწავლიან. დედასთან, მამასთან, ბებიასა თუ ბაბუასთან კამათი დაუშვებელია. მათი სიტყვა კანონია. ეს სიტყვა ნებისმიერ რამეს შეიძლება ეხებოდეს. მაგალითად, ცხოვრების მეგზურის პოვნას. თუ მშობლებს მათი შვილის არჩევანი არ მოეწონებათ, დიდი ალბათობით, ქორწილი უბრალოდ არ იქნება. ერთი შეხედვით, ეს არასწორია. ჩვენთან, ძირითადად, შვილების აზრს უსმენენ და მათ არჩევანს პატივს სცემენ, თუნდაც არ მოსწონდეთ. თუმცა, სწორედ ასეთი აღზრდის პრინციპები ჩინელებს აერთიანებს და მათი ოჯახური ურთიერთობის მტკიცე საძირკველი ხდება. ეს კარგად ჩანს, როცა ხანდაზმულ მშობლებს დახმარება სჭირდებათ. გაზრდილი შვილები დედ–მამას გასაჭირში არასდროს ტოვებენ. ჩვენთან ოჯახში დაძაბული ურთიერთობის გამო ნათესავებმა კონტაქტი შეიძლება საერთოდ გაწყვიტონ.

ჩინურ ოჯახში ბავშვის ტირილს ყურადღებას არ აქცევენ. აი, ღიმილისთვის აუცილებლად აქებენ. ჩინელები ამას ასე ხსნიან. როცა ბავშვი ტირის, მასთან საუბარი უსარგებლოა. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც ტირილს შეწყვეტს, მნიშვნელოვანია აუხსნათ, რატომ არის ტირილი ნაკლებად ეფექტური, ვიდრე მარტივი სიტყვები. არის შემთხვევები, როცა მშობლები შვილებს აღსაზრდელად ბებია–ბაბუას აძლევენ, თუ ნათესავებს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრება უწევთ. როცა ბავშვი 5-6 წლის ხდება და სკოლაში წასვლის დრო მოდის, მშობლებთან ბრუნდება.

როგორ ფიქრობთ, ასეთი აღზრდის და განათლების მეთოდები მკაცრია? ღირს რომელიმე პრინციპის გადმოტანა?