სტუმრები რომ კულინარიული ოსტატობით გააკვირვოთ, ან ყოველდღიური მენიუ გაამრავალფეროვნოთ, საკმარისია ჩვეულებრივი ბორში ან წვნიანის ნაცვლად შეუდარებელი კრემ-პიურე ან კრემ-სუპი მოამზადოთ.
თუ სახლში ბლენდერი გაქვთ – ეს მომზადების პროცესს ორჯერ შეამცირებს. აირჩიეთ რეცეპტი თქვენი გემოვნებით და ახლობლები გემრიელი და სასარგებლო კერძებით გააკვირვეთ.
სოკოს კრემ-სუპი
ინგრედიენტები:
- 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი
- 400 გრ სოკო
- 2 დიდი ხახვი
- 1 სტაფილო
- 1 კონა ნიახური
- 3 კბილი ნიორი
- 5 ფოთოლი ბეგქონდარა
- 250 მლ თეთრი ღვინო
- ¾ ჭიქა 35 %-იანი ნაღები
- 4 ღერო მწვანე ხახვი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება
გასუფთავებული ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, ზეითუნის ზეთში ოქროსფერი ფერის მიღებამდე შეწვით. ნიორი წვრილად დაჭერით, სტაფილო რგოლებად, ნიახური კუბებად. ერთი სოკო გასაფორმებლად დატოვეთ, დანარჩენი წვრილად დაჭერით.
ბოსტნეული დაბალ ცეცხლზე 5 წუთით შეათბეთ, მუდმივად აურიეთ. ქვაბში თეთრი ღვინო დაასხით, ბეგქონდარა დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთი ხარშეთ. შემდეგ ბოსტნეულის ბულიონი და შემწვარი ხახვი დაუმატეთ და წვნიანის ხარშვა გააგრძელეთ, სანამ სითხე ორჯერ უფრო მცირე არ გახდება. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.
მზა წვნიანი ცეცხლიდან გადმოდგით, დააბლენდერეთ, ნაღები დაასხით და კვლავ ცეცხლზე შედგით, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. კრემ-სუპი გაჭრილი სოკოთი, გახეხილი ყველით და ნიახურ-ხახვით გააფორმეთ.
გასპაჩო
ინგრედიენტები
- 450 გრ პომიდორი
- 1 თავი ხახვი
- 1 კიტრი
- 1 დაკონსერვებული წიწაკა
- 3 ჭიქა ტომატის წვენი
- ½ ჭიქა ქინძი
- 0/3 ჭიქა წითელი ღვინის ძმარი
- ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი
- სოუსი ტაბასკო
მომზადება
პომიდორს ცხელი წყალი დაასხით, კანი მოაშორეთ, თავი ამოაჭერით და კუბებად დაჭერით. კიტრი ნახევარზე გაჭერით, ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, წითელი წიწაკა დაუმატეთ და პიურეს მიღებამდე დააქუცმაცეთ.
ნარევი თასში გადმოასხით, ტომატის წვენი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ძმარი, რამდენიმე წვეთი ტაბასკოს სოუსი დაუმატეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. დარჩენილი პომიდორი, კიტრი და ხახვი კუბებად დაჭერით და წვნიანი გააფორმეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. სუფრაზე ცივად გაიტანეთ.
ჭარხლის კრემ-სუპი
ინგრედიენტები
- 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი
- 2 ჭარხალი
- 1 სტაფილო
- 1 ხახვი
- 1 მწვანე ვაშლი
- 2 კბილი ნიორი
- 1.5 ჭიქა კეფირი
- 5 ს/კ უცხიმო არაჟანი
- ყავისფერი შაქარი
- კამა
- ზეითუნის ზეთი
- მარილი
მომზადება
ღუმელში ნახევრად გაჭრილი სტაფილო, ოხრახუში და ხახვი გამოაცხვეთ. გამომცხვარი ბოსტნეული ქვაბში ჩააწყვეთ, ნიახური დაუმატეთ და ცივი წყალი დაასხით და მოხარშეთ. ბულიონს მარილი და წიწაკა მოაყარეთ, თავდახურული დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში ხარშეთ.
ჭარხალი ფოლგაში გაახვიეთ, 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დარბილებამდე გამოაცხვეთ. კარტოფილი კუბებად, ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. ხახვი და სტაფილო ზეითუნის ზეთში შეწვით. ბულიონი ადუღებამდე მიიყვანეთ, კარტოფილი და სტაფილო ხახვთან ერთად დაუმატეთ. მოხარშეთ სანამ მზად არ იქნება.
გამომცხვარი ჭარხალი გაასუფთავეთ, კუბებად დაჭერით, ბულიონი დაუმატეთ და 3-5 წუთი ხარშეთ. მიღებული მასა ბლენდერში გადაასხით, გააგრილეთ, კეფირი, მარილი და შაქარი გემოვნებით დაუმატეთ, ვაშლს გული ამოაცალეთ, კამა და არაჟანი დაუმატეთ და ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. სუფრაზე კრემ-სუპი ცივი გაიტანეთ, ზემოდან 2-3 ს/კ არაჟანი/ვაშლის ნარევი დაუმატეთ.
სატაცურის კრემ-სუპი
ინგრედიენტები
- 5 ფოთოლი ოხრახუში
- 50 მლ 35%-იანი ნაღები
- 40 გრ კარაქი
- 1 კარტოფილი
- 250 გრ თეთრი სატაცური
- 400 მლ ქათმის ბულიონი
- 1 ღერო პრასი
- 3 ღერო ბეგქონდარა
მომზადება
სატაცური გაასუფთავეთ, უხეში ბოლოები მოაჭერით, შეკარით და მდუღარე, ოდნავ მარილიან წყალში ჩადეთ. 7-10 წუთი ხარშეთ, დროდადრო გადააბრუნეთ. შემდეგ ძალინ ცივ წყლით სავსე თასში გადმოიტანეთ.
ძაფით პრასის ფოთოლი, ოხრახუში, მშრალი ბეგქონდარა და დაფნის ფოთოლი შეკარით. პრასი სქელ რგოლებად დაჭერით. კარტოფილი მსხვილ ნაწილებად დაჭერით. სატაცურის ზედა ნაწილი მოაჭერით და გვერდზე გადადეთ, ღერო წვრილად დაჭერით.
ქვაბში კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ დაჭრილი სატაცური, ცხელი ბულიონი დაუმატეთ და ადუღეთ. მწვანილების შეკრული კონა ქვაბში ჩადეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, დაბალ ცეცხლზე 45 წუთით ხარშეთ. მწვანილები ამოიღეთ, ბულიონი ბლენდერში ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე დააქუცმაცეთ. ნაღები დაუმატეთ და კარგად აურიეთ, კვლავ ადუღეთ. წვნიანი სატაცურის ზედა ნაწილით გააფორმეთ. სუფრაზე თბილი გაიტანეთ.
კარტოფილის კრემ-სუპი
ინგრედიენტები
- 500 გრ კარტოფილი
- 2 ღერო პრასი
- ზღვის მარილი
- შავი პილპილი
- 180 გრ ცხიმიანი არაჟანი
- ტარხუნა ან ჭყიმი
მომზადება
კარტოფილი გაასუფთავეთ, კუბებად დაჭერით, ქვაბში დაბალ ცეცხლზე პრასთან ერთად 30 წუთით მოხარშეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. მოხარშული ბოსტნეული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ, არაჟანი დაუმატეთ და გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ. სურვილის მიხედვით გააფორმეთ. სუფრაზე თბილი გაიტანეთ.
მოგეწონათ სტატია? არა მხოლოდ თქვენი, არამედ მეგობრების მენიუც მრავალფეროვანი გახადეთ! საუკეთესო კრემ-სუპების რეცეპტები მეგობრებს გაუზიარეთ.