3 ადგილი ბინაში, სადაც ორქიდეა ფალენოპსისი ნამდვილად იყვავილებს

480

ორქიდეა ლამაზი და ნაზი ოთახის მცენარეა, რომელსაც სხვებს ხშირად ჩუქნიან. მცენარე თავისი ლამაზი ყვავილებით ოთახს ამშვენებს. სად მიუჩინოთ ადგილი ორქიდეას, რომ პრეტენზიულმა ყვავილმა ახალი ყვავილის ყუნწებით თქვენი გახარება გააგრძელოს? მართლაც, ორქიდეის ადგილის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. სხვა შემთხვევაში ყვავილი შეიძლება დაავადდეს და დაიღუპოს. გახსოვდეთ, რომ ორქიდეას ტენიანობა და სინათლე ძალიან უყვარს. Vivien გიამბობთ, სად მოათავსოთ ორქიდეა ბინაში, რომ ყვავილმა ჯანმრთელი გარეგნობით გაგახაროთ.

სად მოათავსოთ ორქიდეა ბინაში

  1. საძინებელი ოთახი – დიასახლისებს ორქიდეა საძინებელ ოთახში ხშირად გააქვთ, რომ ოთახის ატმოსფეროს სინაზე და დახვეწილობა შემატონ. საწოლის გვერდით ტუმბო ან სინათლეს მოფარებული ბნელი კუთხე ყვავილისთვის არაკომფორტულია. საძინებელი ოთახი შესაფერისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორქიდეას ფანჯრის რაფაზე დადებთ.
  2. სამზარეულო – ნაზი ორქიდეა მეზობლად ღია სარკმელს, ქურას, ღუმელს ან მიკროტალღუღ ღუმელს ვერ აიტანს. აი, სასადილო მაგიდაზე თავს შესანიშნავად იგრძნობს!
  3. სააბაზანო ოთახი – თუ თქვენი სააბაზანო ოთახი დამატებითი განათებით აღჭურვილია, ორქიდეა თამამად გაიტანეთ. ყვავილს ტენიანობა უყვარს. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, როგორ ნაზად გამოიყურება ორქიდეა სააბაზანო ოთახში!

თუ ორქიდეას მოვლის ყველა წესს დაიცავთ, მცენარე ჯანსაღი გარეგნობით და უხვი ყვავილობით გაგახარებთ. პრეტენზიული მცენარე გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან დაიცავით, მორწყვა და დანამვა არ დაგავიწყდეთ. მოგწონთ ორქიდეა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს