როგორი სასიამოვნოა დილით კარგ განწყობაზე და სავსე ენერგიით გაღვიძება. გვეჩვენება, რომ ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობას შევძლებთ. ასე დღეც ნაყოფიერად გადის. სხვა საქმეა, როცა მთელი ღამე ტრიალებთ, უძილობით ან კოშმარებით იტანჯებით. სწორედ ამიტომ, თავს გულგატეხილად და ნერვიულად გრძნობთ. ყავაც ვერ გეხმარებათ. Vivien გიამბობთ, რა საჭიროა სახლში სიზმრების დამჭერი.ჯანსაღი ძილის რეგულარული დეფიციტი ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე ისახება. ადამიანი ღიზიანდება და შრომისუნარიანობა მცირდება. როგორ დავიბრუნოთ ნორმალური ძილი აბების გარეშე? სიზმრების დამჭერი ცუდ ფიქრებს და ღამის კოშმარებს მოგაშორებთ.
რა საჭიროა სიზმრების დამჭერი საძინებელ ოთახში
საიდან გაჩნდა ამულეტი – პირველად სიზმრების დამჭერი ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებმა ინდიელებმა გამოიყენეს. რაღაც მსგავსი აზიაშიც გვხვდება, ასევე ჩრდილოეთ ქვეყნებში. თილისმა შექმნილია იმისთვის, რომ მძინარე ადამიანები ბოროტი სულებისგან დაიცვას. ლეგენდის თანახმად, ერთ–ერთი ინდიელი ტომის ბელადმა სიზმარში ნახა ბრძენი კაცი ობობის სახით. ის ტირიფის ტოტის მრგვალ კარკასზე ირმის ძარღვებით ობობის ქსელს ჭიმავდა. ალბათ, თანამედროვე სამყაროში სიზმრების დამჭერს ირმის ძარღვებით არავინ მოქსოვს, აი, ფერადი ძაფები სავსებით შესაფერისია. ყველა ცუდი სიზმარი ამულეტის გავლით ამ ქსელში გაიხლართება. ხოლო კარგი სიზმრები ცენტრში ნახვრეტის გავლით გადის და მძინარე ადამიანთან მიდის.
სად დავკიდოთ სიზმრების დამჭერი – ლოგიკურია, რომ ამულეტი საძინებელთან ახლოს უნდა გქონდეთ. იდეალურია, თუ საწოლის თავთან დაკიდებთ. თუ თილისმა ვერ გეხმარებათ, გამოდის, გადატენვა სჭირდება. სიზმრების დამჭერი ნეგატიური ენერგიისგან რომ გაწმინდოთ, მზეზე გარეთ გააჩერეთ.იმისთვის, რომ სახლი არაკეთილმოსურნეებისგან დაიცვათ, თილისმა შემოსასვლელში დაკიდეთ. თუ ადამიანი ბოროტი ზრახვით გესტუმრათ, ამულეტი მთელ ნეგატივს შთანთქავს. ზოგჯერ ენერგეტიკული დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ სიზმრების დამჭერი ტყდება. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ დაწვით და ახლით ჩაანაცვლეთ.ამულეტის ძალა შეგიძლიათ გააძლიეროთ, სხვადასხვა ქვა ჩააქსოვეთ და ბუმბულებით გააფორმეთ. ასეთი ამულეტი არა მხოლოდ ცუდი სიზმრებისგან დაგიცავთ, არამედ ახალი იდეების დაჭერაში დაგეხმარებათ.
თავად გავაკეთოთ თუ შევიძინოთ – ამულეტი სწორი ენერგიით რომ დამუხტოთ, თავად გაკეთებას გირჩევთ. ეს აუცილებელი არაა. ყოველთვის შეგიძლიათ მზა თილისმა შეიძინოთ. მთავარია, რომ კარგმა ადამიანმა შექმნა. თუ ამულეტი რაღაცით არ გიზიდავს, გვერდი აუარეთ.დამცავი თვისებების გარდა სიზმრების დამჭერი ორიგინალური და დეკორატიული ელემენტი შეიძლება გახდეს. ის თავისი მრავალფეროვნებით და ნათელი ფერებით ყურადღებას იპყრობს. ინდიელების თილისმა მეგობარს ან ნათესავს შეგიძლიათ აჩუქოთ. დაე, თქვენ და თქვენი ძილი დაიცვას!