ნაცროვანი სოკო კიტრზე: ყველაზე ეფექტური მეთოდი მოსაშორებლად

1817

თუ მებაღე ხართ, ალბათ, ნაცროვან სოკოზე გსმენიათ. ეს დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპული ექტოპარაზიტული სოკო იწვევს და ფოთლებზე თეთრი ლაქებით ვლინდება. ასე ფოთლები ხმება და ცვივა, მცენარე კვდება. კიტრი კვდომისგან რომ დაიცვათ და ნაცროვანი სოკო მოიშოროთ, მარტივი ხსნარი ხელმისაწვდომი საშუალებით მოამზადეთ. Vivien გიზიარებთ ეფექტურ მეთოდს, როგორ მოაშოროთ ნაცროვანი სოკო კიტრს მარტივად.

როგორ მოვიშოროთ ნაცროვანი სოკო: მარტივი რეცეპტი – სოკოსთან საბრძოლველად სოდა და სარეცხი საპონი იდეალურად ეფექტური საშუალებაა. ამ კომპონენტების ნარევი მცენარეს დაიცავს ისეთი მავნებლებისგან, როგორიცაა ბუგრი და ობობის ტკიპა, ასევე ნაცროვანი სოკოსთვის კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა.

ინგრედიენტები:

  • 10 ლ თბილი წყალი
  • 2 ს/კ სოდა
  • 50 გ გახეხილი სარეცხი საპონი

ნარევის მომზადების წესი: საპონი წვრილ სახეხზე გახეხეთ და ცოტა თბილ წყალს აურიეთ. ახლა ყველა კომპონენტი შეაერთეთ და სრულ გაზავებამდე აურიეთ. საპონი ეფექტურობას ზრდის და მიმწებებლის როლს ასრულებს, რომ საშუალება ფოთლებზე დიდხანს დარჩეს.

სასარგებლო რჩევები

  1. ხსნარი ეფექტური რომ იყოს, დასანამად დრო სწორად შეარჩიეთ. კარგია საღამოს, როცა მზე ჩასულია, ან ღრუბლიანი ამინდი. ასე ნაზ ფოთლებს მზის დაწვრობისგან დაიცავთ.
  2. კიტრის ფოთლები გარე მხრიდან განსაკუთრებით კარგად დაამუშავეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნარევი ფოთლების უკანა მხარესაც უნდა მოხვდეს.
  3. ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ ნარევი ყოველ 2 კვირაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. წვიმა ტუტე საფარს რეცხავს, ამიტომ წვიმიან ამინდში უფრო ხშირად გამოიყენეთ. ამ პროცედურის რეგულარული ჩატარება კიტრს დაიცავს და მოსავლიანობას გაზრდის.
  4. გახსოვდეთ, რომ სოდა და სარეცხი საპონი ეფექტურია მხოლოდ პრევენციის შემთხვევაში ან დაავადების საწყის ეტაპზე. თუ დაავადება ძალიან გავრცელდა, ასეთი ხსნარი, დიდი ალბათობით, ვერ დაგეხმარებათ.

თუ კიტრის ფოთლებზე ნაცროვანმა სოკომ შეგაწუხათ, უმარტივესი ტუტე ხსნარი გააკეთეთ. მცენარის დამუშავების რეკომენდაციები დაიცავით და დადებით შედეგს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს