სანტექნიკის გაწმენდის ზარმაცული მეთოდი: მხოლოდ 2 ინგრედიენტია საჭირო

431

ბევრი ადამიანი სახლის დასალაგებლად ხალხურ მეთოდებს იყენებს, რადგან დარწმუნდნენ, რომ ძვირადღირებულო ქიმიური საშუალებების ყიდვა ფულის უაზრო ფლანგვაა. ნამდვილად, ბევრი საწმენდი საშუალება არსებობს, რომლებიც სახლში მარტივად მზადდება და ეფექტურობით მაღაზიაში ნაყიდს არ ჩამორჩება. როგორ მოვაშოროთ სანტექნიკას ნადები და ჟანგი ხალხური საშუალებების გამოყენებით? Vivien მზადაა გიპასუხოთ.სამზარეულოს და სააბაზანოს ძნელად მისადგომი ადგილები, სადაც ტენიანობა მუდმივად აღწევს, ბიუჯეტურად შეგიძლიათ გაწმინდოთ. ამ საქმეში ხელნაკეთი საშუალება დაგეხმარებათ. მარტივად მზადდება. ჩაიწერეთ, რა უნდა გააკეთოთ.

როგორ გავწმინდოთ სანტექნიკა სწრაფად

პირველი ნაბიჯი-შინაურული საწმენდი საშუალების მოსამზადებლად, რომელიც ჟანგს ეფექტურად უმკლავდება, დაგჭირდებათ: 1 ს/კ ლიმონმჟავა და 1 ს/კ სოდა. ინგრედიენტები ღრმა თასში აურიეთ, 400 მლ თბილი წყალი დაასხით და კარგად აურიეთ.

მეორე ნაბიჯი-მიღებული ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით, რომ საშუალება ადვილად გამოიყენოთ. ჭუჭყიან ადგილებს შეასხურეთ. ხსნარი რამდენიმე საათით გააჩერეთ. ამ დროში სხვა საქმეს შეგიძლიათ მიხედოთ. ეს დრო საკმარისია, რომ სოდასა და ლიმონმჟავაზე დაფუძნებულმა საშუალებამ ეფექტურად იმოქმედოს.

მესამე ნაბიჯი-სველი ჩვრით გადაწმინდეთ ადგილები, რომელიც ამას მოითხოვს და საშუალება თბილი წყლით მოაშორეთ. გახსოვდეთ, რომ ასეთი საწმენდი საშუალების გამოყენება მხოლოდ რეზინის ხელთათმანებით შეიძლება. თქვენი კანი ნაზი და რბილი დარჩება და ალერგიულ რეაქციაზე ფიქრი არ მოგიწევთ.

ხალხური საშუალება ჩამჯდარ ნადებსაც გაუმკლავდება, მაგრამ არა პლასტმასის ზედაპირზე, რომელიც საშხაპე კაბინებში გვხვდება. ასეთ მასალაზე სოდის და ლიმონმჟავის შემცველი საშუალების გამოყენება არ შეიძლება. მასზე შეიძლება ნაკაწრები გაჩნდეს, რომელიც სააბაზანო ოთახის გარეგნობას აფუჭებს. საწმენდი საშუალების გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.