თუ ზამთარში ფანჯარას მხოლოდ ოთახის გასანიავებლად ვაღებდით, ზაფხულში მუდმივად ღიაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა საღამოს, როცა ცხელ დღეს გრილი ღამე ცვლის. იმის მიუხედავად, რომ ფანჯრებზე მწერების საწინააღმდეგო ბადეები დამონტაჟებულია, კოღოები და წვრილი ქინქლები ხვრელებს მაინც პოულობენ. საზიზღარი მოზუზუნე არსებები შუაღამით სანადიროდ გამოდიან. როგორ დავიძინოთ ღია ფანჯარასთან და არ დავუშვათ მწერების სახლში შემოსვლა?ინტერნეტში ამ თემაზე ბევრ სხვადასხვა რჩევას იპოვით. მათ შორის გამოვყოფთ ერთ ხალხურ მეთოდს, რომელსაც არასდროს უმტყუნია. ეს მარტივი საშუალება 3 ხელმისაწვდომი ინგრედიენტისგან მზადდება. ფანჯრის გარშემო ზონას წაუსვით და მწერებს თქვენს საცხოვრებელზე ნადირობის სურვილს დაუკარგავთ. მშვიდად დაიძინებთ და სუფთა ჰაერით ისიამოვნებთ.
რა დაგეხმარებათ ცხელ ამინდში ღია ფანჯარასთან დაძინებაში – ამ საოცარი საშუალებისთვის დაგჭირდებათ ქაფურის სპირტი. ეს მცენარეული წარმოშობის პრეპარატია, რომელიც აფთიაქში შეგიძლიათ იპოვოთ. დაფნის ფოთოლი და მიხაკიც დაგჭირდებათ.სპრეი ბოთლში 20 მლ ქაფურის სპირტი ჩაასხით, 3 კოკორი მიხაკი და 1 მსხვილი დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. შეანჟღრიეთ და თავსახური დაახურეთ. ბნელ ადგილას 2–3 დღე გააჩერეთ, რომ კარგად დაყენდეს.მიღებული ნარევით მწერების ბადე და ფანჯრის ჩარჩო დაამუშავეთ. არომატული სითხით ჩვარი გაჟღინთეთ და ამით გაწმინდეთ ან სპრეი ბოთლით ხსნარი ბადეს, ფანჯრის რაფასა და ფარდას შეასხურეთ.
ხალხური საშუალება ბუნებაში გამოგადგებათ. გამოიყენეთ მაღაზიაში ნაყიდი კოღოს საწინააღმდეგო ხვეულების ნაცვლად, რომელიც უნდა დაწვათ. ბამბის დისკი ნაყენში გაჟღინთეთ და თქვენ გვერდით დადეთ. მძაფრი სუნი მწერებს დააფრთხობს, თქვენთვის კი სასიამოვნო არომატი ექნება.ქაფურის არომატული სითხე მომაბეზრებელი „სტუმრების“ მოსაშორებლად თქვენი მხსნელი გახდება. ფუმიგატორზე ბევრად ეფექტური და უსაფრთხოა. პლასტმასში ბევრი მავნე ნივთიერება შედის, რომელთაც მთელი ღამე სუნთქავთ. სასიამოვნო ხრიკი მეგობრებს გაუზიარეთ!