ცოლ–ქმარი საძინენებლში: რატომ უნდა დაწვეს ცოლი ქმრისგან მარჯვნივ

861

ახალ ბინაში დიდი ორადგილიანი საწოლი ვიყიდეთ. რატომღაც ქმარი დაჟინებით მოითხოვს, რომ მარჯვენა მხარეს დავწვე. ეს უაზროდ მიმაჩნდა, რადგან მარცხენა მხარეს უფრო კომფორტულად მეძინა, გვერდით ტუმბო წიგნებით იყო. ნუთუ მნიშვნელოვანია, რომ ცოლ–ქმარი საძინებელში გარკვეული მეთოდით მოეწყონ? Vivien ამ თემის გარკვევას ეცდება. ასევე გიამბობთ, რას ნიშნავს, თუ ქმარი ძილის დროს ზურგს შეგაქცევთ.

ცრურწმენა და რელიგია

ცოლქმრული ცხოვრება წესებით და ცრურწმენებით სავსე წმინდა სულიერი სფეროა. ითვლება, რომ მათი ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ძინავთ. ადრე სჯეროდათ, რომ ცოლს მხოლოდ ქმრისგან მარჯვნივ უნდა დაეძინა. თითქოს ადამიანისგან მარჯვნივ უნდა იყოს ის, ვისაც მთლიანად ენდობა. აქედან მოდის გამოთქმა „მარჯვენა ხელი“, რაც საიმედო და ერთგულ დამხმარეს ნიშნავს.ძველად მარჯვენა ხელი სიმართლის და გულახდილობის სიმბოლო იყო. ახლაც, როცა ფიცს ვდებთ, მარჯვენა ხელი ბიბლიას უნდა დავადოთ. ეტიკეტის მიხედვით, მარჯვენა ხელით მისალმება მიღებულია, რითაც თანამოსაუბრეს კეთილგანზრახვას აჩვენებთ. მარცხენა ხელი ცბიერობის და ტყუილის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ ქმარი, რომელსაც ცოლის ღალატის თავიდან აცილება სურდა, ყოველთვის მარცხენა მხარეს წვებოდა.

ფენშუის მიხედვით, ქალი ქმრისგან მარჯვენა მხარეს უნდა დაწვეს. მარჯვენა მხარე ქალური არსია, მისი უნიკალური ენერგია. სწორედ ამიტომ, მარცხენა მხარეს დაწოლით ქალი თავის თავს თრგუნავს. იაპონიასა და ჩინეთში თვლიდნენ, რომ თუ მეუღლეს ქმრისგან მარცხენა მხარეს ეძინა, ბავშვის ჩასახვას და გაჩენას ვერ შეძლებდა.ქრისტიანებს ცოტა განსხვავებული წესი აქვთ. ეკლესიაში ქორწილის დროს პატარძალი საქმროს მარცხნივ დგას. რელიგიური ტრადიციის თანახმად, მარცხენა მხარეს ქალწული მარიამის ხატია, ხოლო მარჯვნივ – იესო ქრისტე. სწორედ ამიტომ, ოჯახურ ცხოვრებაში ცოლი ყოველთვის ქმრის მარცხნივ უნდა მიდიოდეს.

ევოლუციური ფსიქოლოგია.საუკუნეების მანძილზე ორივე სქესის წარმომადგენლებში საბრძოლო (თავდაცვითი) და მიმნდობი მხარეები ყალიბდებოდა. მამაკაცებში მარჯვენა მხარე თავდაცვითია, ამიტომ თუ ქმარი თქვენგან მარჯვენა მხარეს წევს, სავარაუდოდ, არ გენდობათ.იდეალურ შემთხვევაში, ცოლ–ქმარი ერთმანეთთან მიმნდობი მხრიდან უნდა დაწვეს. ასე ერთი მთლიანი ხდება: პარტნიორის წინაშე დაუცველობა არ აშინებს, მაგრამ გარე სამყაროსგან თავს იცავს. ძველად ქალის მარცხნივ ყოველთვის იყო აკვანი ბავშვებთან ერთად. დედა მარცხენა ხელით აკვანს არწევდა, ხოლო მარჯვენა ხელით ქმარს ეხებოდა. ახლაც, როცა ქალი ქმარს დიდ ბავშვად აღიქვამს, ქვეცნობიერად მარცხენა მხარეს წვება. ეს ოჯახის ენერგეტიკას ანგრევს და კონფლიქტებს იწვევს.

რას ამბობს მეცნიერება? – თანამედროვე მეცნიერება მკაფიოდ არ განსაზღვრავს, თუ რომელ მხარეს უნდა დაწვეს ცოლ–ქმარი. მთავარია, ძლიერი და ჯანსაღი ძილი. თუ გვერდზე გძინავთ, სჯობს მარჯვენა მხარეს დაწვეთ, რომ შიდა ორგანოები გულს არ დააწვეს. ხშირად გძინავთ ზურგზე ან მუცელზე? მაშინ ისეთი პოზა მიიღეთ, რომ გვერდით მყოფ მეუღლეს ხელი არ შეუშალოთ.

ყველა თავად წყვეტს, ღირს თუ არა ცრურწმენების დაჯერება. თქვენ რომელ მხარეს გძინავთ? იცავთ წესს, რომ ცოლს ქმრისგან მარჯვნივ უნდა ეძინოს?