4 ახალი პროდუქტი, რომელიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ

543

ექსპერტები შეგახსენებთ, რომ ცივი ტემპერატურა ზოგიერთ ახალ ხილსა და ბოსტნეულს აზიანებს.ბევრი ხილის და ბოსტნეულის მირთმევა ერთ–ერთი მეთოდია, რომ უფრო სწორად ვიკვებოთ. ამავდროულად, პროდუქტების სწორად შენახვა მნიშვნელოვანია. გახსვოდეთ: მაცივარში ყველა პროდუქტი არ ინახება. Vivien გირჩევთ, რომ ქვემოთ მოცემული პროდუქტები მაცივარში არ შეინახოთ.

  • პომიდორი. პომიდორს სითბო უყვარს და სიცივეს ვერ იტანს, თუნდაც ტოტიდან მოწყვეტის შემდეგ. დაბალ ტემპერატურაზე ნაცროვანდება. გირჩევთ, სადმე თაროზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით შეინახოთ.
  • ახალი მწვანილები. ბალახების, როგორიცაა რეჰანი, ოხრახუში და ქინძი, ადგილი მაცივარში არაა. ცივ გარემოში დიდხანს შენახვა მწვანილის ნაადრევად ჭკნობას იწვევს. ახალი მწვანილი თითქმის ისეთ მოპყრობას მოითხოვს, როგორც გადაჭრილი ყვავილები. კონა რეჰანი ჭიქა წყალში ჩადეთ. წყალი ყოველდღე გამოცვალეთ. მწვანილი მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. ნახვრეტიანი პარკით მსუბუქად შეგიძლიათ შეკრათ.
  • კარტოფილი. ამ პროდუქტს სიგრილე უყვარს და არა სიცივე. ახალი კარტოფილი ქაღალდის პარკებში ჩააწყვეთ და ბინაში გრილ ადგილას (მაგალითად, საკუჭნაო) შეინახეთ. მაცივარში შენახვისას კარტოფილში სახამებლის სტრუქტურა იცვლება, რაც მომზადების დროს მის გემოსა და ტექსტურაზე ნეგატიურად აისახება.
  • ხახვი. მაცივარში ჰაერი სათანადოდ არ მოძრაობს და ზედმეტად ნოტიო გარემოა. ხახვს კი მშრალი ჰაერი მოსწონს. იდეალურია, ხახვი გრილ, მშრალ, ბნელ და კარგად განიავებულ ადგილას შეინახოთ.