მხოლოდ 1 საშუალებით ჭურჭელს ცხიმს ცივ წყალში ვაშორებ

452

ზაფხულში მრავალსართულიანი კორპუსების ბევრი მაცხოვრებელი უსიამოვნო პრობლემას აწყდება. ესაა ცხელი წყლის გამორთვა. სწორედ ამიტომ, 2 კვირით შხაპის, აბაზანის კომფორტულად მიღების და ჭურჭლის ნორმალურად გარეცხვის დავიწყება უწევთ. ზოგჯერ ოჯახის ყველა წევრის ყოველდღიური რიტუალისთვის საჭირო რაოდენობის წყლის გაცხელება არარეალურია. სწორედ ამიტომ, რაღაცის გაკეთება გვიწევს. Vivien გიამბობთ, როგორ მოაშოროთ ცხიმი ჭურჭელს ცივ წყალში.

აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია. მთავარია, საჭირო საშუალებები მოიმარაგოთ. ამ შემთხვევაში დანა–ჩანგალზე, თეფშებსა და ტაფაზე ცხიმს ეფექტურად შეებრძოლებით.

როგორ მოვაშოროთ ცხიმი ცივ წყალში

მდოგვის ფხვნილი გამოიყენეთ – მდოგვის ფხვნილი ეფექტური გამწმენდი საშუალებაა, რომელსაც გამოცდილი დიასახლისები იყენებენ. პროდუქტი ნატურალური და იაფია. მისი შეძენა თითქმის ყველას შეუძლია. ფხვნილი საოჯახო საქმეში გამოგაგდგებათ, განსაკუთრებით ცხელი წყლის გამორთვის პერიოდში. მდოგვით ჭურჭლის რეცხვის ალგორითმი მარტივია:

  1. ღრმა თასში მდოგვის ფხვნილი და წყალი აურიეთ, რომ სქელი პასტის მსგავსი ნარევი მიიღოთ.
  2. მზა მასა სველ ღრუბელს წაუსვით და წყალში ჩალბობილი ჭურჭელი კარგად დაამუშავეთ.
  3. ნარევი 5-7 წუთში ჩამორეცხეთ. ჭურჭელს წყალი კარგად გაავლეთ.

ბონუს საშუალება – ცივ წყალში ცხიმის მოსაშორებლად სოდაც დაგეხმარებათ. ტეფლონის ან ანტიმიწვის საფარზე არ გამოიყენოთ. დეტალური ახსნა:

  1. ცოტა სოდა სველ ღრუბელს წაუსვით და წინასწარ ჩალბობილი ჭურჭელი დაამუშავეთ.
  2. სოდის ნარჩენები ბევრი წყლით ჩამორეცხეთ. სამზარეულოს ნივთს წყალი გადაავლეთ.

როგორ დავაჩქაროთ ჭურჭლის რეცხვა – ცხიმის ნადები ცივ წყალში მარტივად რომ მოაშოროთ, მთავარი წესები დაიმახსოვრეთ:

  • ქოთნებს და ტაფებს საჭმლის ნარჩენები საკვების მომზადების დასრულებისას მოაშორეთ, ხოლო თეფშებს, კოვზებს და ჩანგლებს – ჭამის შემდეგ.
  • გარეცხვამდე ჭურჭელი წყალში ჩაალბეთ.
  • თეფშები ერთმანეთს არ დაადოთ. ასე დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, რომ ცხიმი მეორე მხარესაც მოაშოროთ.

ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევების გათვალისწინებით ჭუჭყიანი ჭურჭლის რეცხვა უფრო სასიამოვნო პროცესი გახდება.