დედამ ამ გაზაფხულს პომიდვრის 50 ბუჩქი დარგა. ნერგები ფიტოფთორის წინააღმდეგ უკვე დაამუშავა. მხოლოდ საკვების დამატება დარჩა. ამბობს, რომ პომიდვრისთვის საფუარი საუკეთესო სასუქია. რთულია არ დავეთანხმო, რადგან დედა ამ ხრიკს არა ერთი წელია იყენებს. რა თქმა უნდა, საფუარი ერთადერთი საშუალება არაა სამზარეულოს თაროდან, რომელსაც საზრიანი დიასახლისები ბოსტანში იყენებენ. და მაინც, პომიდვრის საკვებად სწორედ საფუარს გირჩევთ. და აი, რატომ
რა სარგებელი აქვს საფუარს პომიდვრისთვის და როგორ მივაწოდოთ – პომიდორი საფუარის სასუქის დახმარებით ზაფხულის სიცხეს ადვილად იტანს და უამინდობა არ აწუხებს. ბუჩქი ძლიერი და ჯანმრთელი იზრდება, ხოლო ნაყოფი – ლამაზი, ლაქების და დამწვრობის გარეშე. რა თქმა უნდა, მიწის მულჩირება და კომპოსტის დამატებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა საფუარით გამოკვება მცენარეს დიდ სარგებელს აძლევს.
როგორ მოვამზადოთ საფუარის სასუქი – სამლიტრიან ქილაში 2,5 ლ გაჩერებული თბილი წყალი (წვიმის წყალიც გამოგადგებათ) ჩაასხით. 100 გ თბილ წყალში გაზავებული ცოცხალი საფუარი და 0,5 ჭიქა შაქარი დაუმატეთ. ქილას მარლა დააფარეთ და თბილ ადგილას ხსნარის დუღილის დასრულებამდე გააჩერეთ. შიგადაშიგ აურიეთ. 1 ჭიქა მზა ნარევი 1 ვედრო წყალში გააზავეთ. 1 ლ სასუქი პომიდვრის ბუჩქს მთელი ზაფხული დაუმატეთ. პომიდორი სეზონზე 3-ჯერ გამოკვებეთ. ეს კარგი მოსავლის მისაღებად საკმარისია!
დედა დარწმუნებულია, რომ საფუარი პომიდვრისთვის მაცოცხლებელი საშუალებაა. ასეთი საშუალებით ბულგარულ წიწაკასა და ბადრიჯანსაც კვებავს. შედეგით კმაყოფილია.