ყველამ იცის, რომ ჭურჭელი სჯობს მაშინვე გარეცხოთ, როგორც კი კერძს მოამზადებთ და შეჭამთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო გაგიჭირდებათ გაწმენდა. ეს განსაკუთრებით ტაფას ეხება. ჩამჯდარი ცხიმის მოშორება ნამდვილი გამოცდაა, თან მტანჯველი. კარგია, რომ არსებობს მეთოდი, რომელიც ჭურჭელს ძველ ჭუჭყს აშორებს და მანიკურს არ აზიანებს. Vivien გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ტაფა საფხეკის გარეშე. ამ ხრიკით ჭურჭლის რეცხვა უფრო სასიამოვნო პროცესი გახდება. ღრუბლის ერთი მოძრაობა საკმარისია, რომ ძველი ცხიმი უკვალოდ გაქრეს. სწრაფი და მარტივი მეთოდი დროს და ძალას დაგიზოგავთ.
როგორ გაწმინდოთ ჭუჭყიანი ტაფა
- კბილის პასტა – ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც ხელებს იცავს, კბილის პასტის გამოყენებას გთავაზობთ. მისი დახმარებით ტაფას ჩამჯდარ ცხიმსაც მოაშორებთ. კბილის პასტა ღრუბელს დაუმატეთ, სველი ტაფა 5 წუთით გახეხეთ. შემდეგ წყალი გაავლეთ. ბზინვარებას მყისიერად შეამჩნევთ! გახსოვდეთ, რომ წმენდის მეთოდი მხოლოდ თუჯის ტაფაზე გამოგადგებათ.
- სუფრის ძმარი – ძმარი სერიოზულ ჭუჭყს გაუმკლავდება. პროდუქტი უნივერსალური საწმენდი საშუალებაა, რომელიც უჟანგავი ფოლადის ტაფაზე ნამწვს დაგავიწყებთ. 1:1 თანაფარდობით ძმარი და წყალი აურიეთ. 1 ს/კ სოდა დაუმატეთ. მიღებული ნარევი ტაფას დაასხით და ქურაზე დადეთ. 10 წუთით ადუღეთ. ხსნარი ტაფაშივე გააცივეთ. ჭუჭყიანი ადგილები ღრუბლით დაამუშავეთ. წყალი გადაავლეთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ.
- ლიმონმჟავა – უჟანგავი ფოლადის ტაფაზე ცხიმიანი ნადების და ნამწვის მოსაშორებლად ლიმონმჟავა გამოგადგებათ. 3 ს/კ ტაფაზე დაყარეთ. ცხელი წყალი დაასხით. ნახევარი საათით გააჩერეთ. ღრუბლით გახეხეთ. სარეცხი ნარევი კარგად მოაშორეთ. ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ, როცა ლიმონმჟავას და ძმარს იყენებთ.
მარტივი საშუალებები, რომელიც სახლში თითქმის ყველას აქვს, ძლიერ მიმწვარ ტაფასაც ეფექტურად გაწმენდს. რომელ წმენდის მეთოდს მიიჩნევთ ყველაზე ეფექტურად?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს