ადამიანები, რომლებიც ყვავილებს სახლში ზრდიან, ორ კატეგორიად იყოფიან. ერთ ნაწილს ოთახის ცოტა გამწვანება სურს და უფრო ლამაზ მცენარეს ირჩევს. მეორე ნაწილი მხოლოდ სასარგებლო მწვანე მეგობრებს ირჩევს. საქმე არა მხოლოდ ჰაერის გაწმენდას და ჟანგბადით გამდიდრებას ეხება. მეყვავილეებს წმინდად სჯერათ, რომ წარმატების მომტან მცენარეებს სახლში იღბლის მოზიდვა შეუძლიათ. ბევრი ადამიანი საოფისე სივრცესაც მცენარეებით ავსებს. აქ ბევრ პატარა და დიდ ქოთანს იპოვით, მათ შორისაა ცნობილი ფულის ხე. სახელიდან გასაგებია, რომ მფლობელს ფინანსურად უნდა დაეხმაროს. Vivien გიამბობთ, რომელი მცენარეები უნდა გქონდეთ სახლში (ან სამსახურში), რომ ბატონმა წარმატებამ გაგიღიმოთ.
წარმატების მომტანი ოთახის მცენარეები
- სპატიფილუმი – „ქალის ბედნიერება“ ყველა მარტოხელა გოგოს და ქალს სახლში უნდა ჰქონდეს. ამბობენ, რომ ყვავილი მეორე ნახევრის სწრაფად პოვნაში დაგეხმარებათ. მცენარეს ხშირად მოჩხუბარი ცოლ–ქმრის შერიგებაც შეუძლია.
- ია – ყვავილი სახლში კამათს გაანულებს. თუ თქვენს ცხოვრებაში შავი ზოლი დაიწყო, თეთრი ია აუცილებლად შეიძინეთ. ის სულიერ ტანჯვას შეამცირებს და სიმშვიდეს მოგვგრით. ია ერთგულების სიმბოლოდ ითვლება.
- ჩინური ვარდი – ადვილი მისახვედრია, რომ ღია წითელი კოკორი ვნების სიმბოლოა. სხვა დანიშნულებაც აქვს. ჰიბისკუსი სახლში დარგეთ და მშვიდობა დაისადგურებს.
- ჰოია – ბევრ ქვეყანაში საყვარელ ადამიანს თაიგულის ნაცვლად ამ უჩვეულოდ ლამაზ მცენარეს პატარა ყვავილებით ჩუქნიან. ასე სიყვარულს უსიტყვოდ აუხსნით. შესაბამისად, ეს სასწაული მცენარე საძინებელში უნდა გაზარდოთ.
- მირტი – პატარა ხე ახალდაქორწინებულთათვის შესანიშნავი საჩუქარია. ის კავშირს აძლიერებს და ოჯახში მშვიდობას და ჰარმონიას ინარჩუნებს.
- აიჰრიზონი – თუ ბედნიერება და სიყვარული გაკლიათ, ყვავილების მაღაზიაში ეს ორიგინალური მცენარე შეიძინეთ. ერთი შეხედვა საკმარისია, რომ გული გაგითბეთ.
- კალათეა – თუ ქორწინების შენარჩუნება გსურთ, კარგად გარჯა მოგიწევთ. ასეთ ოჯახურ წყვილს სახლში კალათეას შეძენა დაეხმარებათ. მცენარე ურთიერთობაში ძველებური ნაპერწკლის დაბრუნების შანსებს ზრდის.
- ქლოროფიტუმი – ხშირად გვხდება ოფისებში, სადაც ბევრი თანამშრომელი მუშაობს. დამამშვიდებელი გავლენა აქვს, თანამშრომლებს შორის კამათსა და კონფლიქტს ამცირებს. ასევე ნატურალური ფილტრია, ჰაერს მტვრისგან, მავნე ნივთიერებებისა და უსიამოვნო სუნისგან წმენდს.
- ოქსალისი – დიდი ხანია ოცნებობთ წმინდა და ორმხრივ სიყვარულზე? ქოთანში ამ მცენარის დარგვა სცადეთ. ნაზი მცენარე ოთახების ინტერიერს დაამშვენებს, თან თქვენს საბედოს მოიზიდავს.
- ანთურიუმი – მამაკაცებსაც საკუთარი „ბედნიერება“ აქვთ, რომელსაც ანთურიუმი ეწოდება. ამ ყვავილის შემხედვარე მარტივი მისახვედრია, რომ მცენარე პოტენციას ზრდის. საძინებელში საწოლთან ახლოს დადეთ.
- აკალიფა – უნივერსალური მცენარე, რომელიც როგორც ქალს, ასევე კაცს შეეფერება. ქალს ქალური სინაზის გამოვლენაში ეხმარება, მამაკაცს – მამაცობის.
- ყოჩივარდა – „სიზმრების დამჭერი“ მცენარეებს შორის. თუ კოშმარები ხშირად გაწუხებთ, ყვავილი საწოლთან დაიდეთ. მთელი ღამე თქვენს ძილს უდარაჯებს.
წარმატების მომტანი მცენარეები ცხოველების მსგავსად ადამიანის ენერგეტიკას გრძნობს. თუ ყვავილი მხოლოდ მისი შესაძლებლობის გამო შეიძინეთ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ზრუნვა და სწორი მოვლა სასწაულს მოახდენს. მადლიერი მცენარე მადლობას აუცილებლად გადაგიხდით.