მოხუცმა ქალმა ეკლესიასთან გამაჩერა და მითხრა, რომ მარილი ტაფაზე დამეყარა

3762

„რატომ წვავ მარილს ტაფაზე?“ – მკითხა დამ, როცა სამზარეულოში ჩემს მანიპულაციებს შეესწრო. „თურმე ერთი ფრაზით და შეფუთვა მარილით შეგიძლია გაიგო, ვინ ვნებს ოჯახს. ეს სიბრნე ეკლესიაში მოხუცმა ქალმა გამიზიარა“ – ვუპასუხე დას.Vivien გიზიარებთ ეფექტურ მეთოდს, რომლის დახმარებით გარშემომყოფების ნეგატიურ გავლენას მოიშორებთ.

მარილის შეწვა ტაფაზე – ყოველდღე სხვადასხვა ფორმის ნეგატივს ვეჯახებით. სამწუხაროდ, ამქვეყნად ბევრი შურიანი ადამიანია, რომლებიც მზად არიან ბოროტება ჩაიდინონ, რომ სხვებიც მათთსავით ცუდად იყვნენ. ზოგჯერ, ეს ნეგატივი გათვალვით გამოიხატება.ჯადოქრების თქმით, გათვალვის გამოცნობა შეიძლება შემდეგი სიმპტომებით: მუდმივი დაღლილობა, ჯანმრთელობის გაუარესება. თან ექიმები მიზეზს ვერ ადგენენ! შეიძლება გამოვლინდეს მადის დაკარგვა, აპათია, გაღიზიანება, დარდის და სევდის გრძნობა. ფობიებიც შეიძლება გამოვლინდეს. უკიდურეს შემთხვევაში ასეთ ენერგეტიკულ ფონზე ადამიანებს საიქიოდან ხმები ესმით. გათვალვა შეიძლება ფინანსურ დეფიციტსა და სამსახურში წარუმატებლობით გამოვლინდეს. გახსოვდეთ, რომ ფული მხოლოდ მათთან მიდის, ვისაც ენერგეტიკის მაღალი დონე აქვს!

ასეთ ნეგატიურ შედეგებთან გამკლავებაში სუფრის მარილი და ძველი, უსარგებლო ტაფა დაგეხმარებათ. ასევე შეგიძლიათ ჩაიწეროთ ერთი ძლიერი ფრაზა და რიტუალის დროს წაიკითხოთ. მარილს, როგორც ავი თვალის და ნეგატივთან ბრძოლის საშუალებას, ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. ამბობენ, რომ მარილს უარყოფითი ენერგეტიკის შთანთქვა, სივრცის გაწმენდა შეუძლიათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ რიტუალის ჩატარების შემდეგ ტაფა კერძების მოსამზადებლად არ უნდა გამოიყენოთ. ეს აკრძალულია! იგივე დანას ეხება! ახლობლებს წინასწარ შეატყობინეთ, რომ ეს ტაფა და დანა არ გამოიყენონ. ისინი მხოლოდ გამწმენდ რიტუალში გამოგადგებათ.

რიტუალის ჩასატარებლად ტაფა გაზქურაზე დადეთ, როცა კარგად გაცხელდება, მარილი დააყარეთ. იმდენი მარილი აიღეთ, რომ ტაფის ძირი დაიფაროს. ცოტა მეტი მარილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. შემდეგ მარილს დანით აურიეთ და წარმოთქვით: „დაე, გამოცხვეს და დაიწვეს იმის გულში, ვინც ზიანს მაყენებს და მე და ჩემი ოჯახი გათვალა. ამინ!“ სიტყვები სჯობს ქაღალდზე წინასწარ გადაწეროთ და ფურცლიდან წაიკითხოთ და არა ტელეფონის ეკრანიდან. მარილს დანით 15-20 წუთით აურიეთ. ამის შემდეგ ყველა ფანჯარა გააღეთ, რომ ორპირი ქარის ხარჯზე კვამლი მარილთან ერთად სახლიდან გავიდეს.

თუ ვინმემ ნამდვილად გაგთვალათ, ჯადო გაგიკეთათ ან ნეგატიური ენერგეტიკის მატარებელი საჩუქარი გაჩუქათ, ეს ადამიანი 3 დღეში გამოჩნდება. შეიძლება დაგირეკოთ, მოგწეროთ ან სტუმრად მოვიდეს. თან შეიძლება რაღაც გთხოვოთ: ჭამა, დალევა, სესხება (განსაკუთრებით, ფული) ან შეიძლება საჩუქრით ან წინადადებით მოვიდეს. ასევე შეიძლება გრძნეული სიზმარი დაგესიზმროთ. შეიძლება ისიც გამოჩნდეს, ვინც დიდი ხანია არ გინახავთ. თუნდაც თვალცრემლიანმა რაიმე გთხოვოთ, მისი თხოვნა უგულებელყეთ. რიტუალიდან 3 დღის განმავლობაში მხოლოდ ახლობლებს ეკონტაქტეთ, რომელთაც ენდობით.რიტუალის შემდეგ დანა და ტაფა გარეცხეთ და ცალკე შეინახეთ. გირჩევთ, პარკში ჩადოთ და შემდეგ სადმე ტყეში ძველი გამხმარი ხის ქვეშ დამარხოთ.

როგორც ხედავთ, წარუმატებლობის და უბედურების მოსაშორებლად ჯადოქრებთან და მკითხავებთან სიარული საჭირო არაა. მარილით გაწმენდის რიტუალი მარტივია, მაგრამ ნეგატივთან ბრძოლაში კარგ შედეგს იძლევა. ახლა იცით, რატომ უნდა შეწვათ მარილი ტაფაზე. ვინც ბოროტს გისურვებთ, თავად დაზარალდება. მარილი ყველაფერ ცუდს, ავადმყოფობას წაიღებს და სიღარიბე უკან დაიხევს!