ხრიკები დიდი მტვრიანი ხალიჩის გასაწმენდად

587

შინაური ცხოველების მფლობელებმა კარგად იციან, რას ნიშნავს ხალიჩის ნამდვილი წმენდა. ხალიჩაზე მტვერი და წვრილი ჭუჭყი ისედაც გროვდება, ხოლო ფუმფულა ცხოველები თავისი ბეწვით ამდიდრებენ. ქმარი ხუმრობს, რომ თუ ხალიჩას დიდხანს არ გავწმენდთ, თექის ახალი ფენა გაჩნდება. ეს არ მაწყობს. Vivien ხალიჩის წმენდის რამდენიმე მეთოდს გიზიარებთ.ჩვენთან სახლში ორი ფუმფულა არსება ცხოვრობს. მათი ბეწვი ხალიჩის ფერს ყოველ კვირა ცვლის. კარგია, რომ ერთდროულად შავი და თეთრი კატის ყოლა მოვიფიქრეთ, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. დღეს გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ხალიჩა ამ შესანიშნავი ბეწვისგან. ზოგი იტყვის, რომ მისი გადაგდება უფრო მარტივია, მაგრამ ფეხშიშველა სიარული მიყვარს, ხოლო იატაკზე ამის გაკეთება სასიამოვნო არაა. სწორედ ამიტომ, ყოველ კვირა ხალიჩის წმენდა მიწევს. პირველ რიგში, ხალიჩას სწორედ ბეწვი უნდა მოაშოროთ. ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

  1. მინის ბოთლს სკოჩი დაახვიეთ ისე, რომ წებოვანი მხარე გარეთ აღმოჩნდეს. ბოთლი ხალიჩაზე გადაატარეთ და ბეწვი შეაგროვეთ. ბეწვს საკმაოდ კარგად აგროვებს. პატარა ხაოიან ხალიჩაზე გამოგადგებათ. ღრმად ჩამჯდარ ბეწვს ვერ ამოიღებს.
  2. ხალიჩიდან ბეწვის მოშორება კატის დასავარცხნი რეზინის ხელთათმანით სცადეთ. ამოცანას კარგად უმკლავდება. ჰიგიენის მიზეზით ეს ხელთათმანი ცხოველის დასავარცხნად აღარ გამოიყენოთ.
  3. ჩემი დაქალი ხალიჩებს ცხოველის ბეწვის მოსაშორებელი ჯაგრისით წმენდს. მეთოდი არ მომწონს, რადგან ხალიჩა სწრაფად ზიანდება.
  4. ჩემი საყვარელი მეთოდი: ჩვეულებრივი ჯაგრისი ნეილონის ჯაგარით. ყველაზე რბილს ვიღებ და მთელ ხალიჩას ვწმენდ. ბეწვს კარგად აგროვებს, სიღრმიდან წვრილი ჭუჭყი ამოაქვს.

გირჩევთ ნეილონის ჯაგრისს, მაგრამ ეს თქვენზეა დამოკიდებული. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ხალიჩა არ დააზიანოთ. ვიმეორებ, რომ ჯაგრისი მაქსიმალურად რბილი უნდა იყოს. ჯაგრისით საფუძვლიანად გაწმენდის შემდეგ ხალიჩას მტვერსასრუტით ვწმენდ, რომ მტვერი და ნაგავი, ასევე დარჩენილი ბეწვი მოვაშორო. შემდე ვრეცხავ, რომ მისი ფერი გაუმჯობესდეს და უსიამოვნო სუნი მოშორდეს.კვლავ რამდენიმე ვარიანტია. მარტივი გზა აირჩიეთ და ხალიჩის საწმენდი საშუალება იყიდეთ ან ხელნაკეთი საშუალება გამოიყენეთ. მაგალითად, ვედროში 1 ფინჯანი ცხელი წყალი, 2 ს/კ ძმარი, 1 ს/კ სოდა ჩაყარეთ და აურიეთ. ახლა ცოტა თხევადი საპონი დაუმატეთ და გრილ წყალში გააზავეთ. ნარევით და პოროლონის ღრუბლით ხალიჩა გაწმინდეთ. მთავარია, ხალიჩა ძალიან არ დაასველოთ.

უფრო მარტივი მეთოდიც არსებობს. თეთრეულის სავლები გამოიყენეთ. 1:10 თანაფარდობით წყალს აურიეთ. ნარევი ხალიჩას წაუსვით და 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. სასიამოვნო სუნი ექნება და ხალიჩაც გასუფთავდება. რა თქმა უნდა, ხალიჩის გაწმენდა დროს და ძალას მოითხოვს, სამაგიეროდ სახლი სისუფთავით ბრწყინავს.