რაში სჭირდებათ იდუმალ იაპონელებს მარილი სააბაზანო ოთახში

472

მარილი მსოფლიოს ბევრი ქვეყნის კულტურაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, ქართულ სუფრაზე მარილი აუცილებლად იდება. პარაკლისზე სხვა პროდუქტებთან ერთად 1 შეფუთვა მარილიც მიგვაქვს. უცნაური იაპონელები მარილს სააბაზანო ოთახში ტოვებენ. ეს მათი რიტუალია. იაპონური ტრადიციები ბევრს აკვირვებს, მაგრამ ქვეყნის კულტურის შესწავლისას ყველაფერი გასაგები ხდება. Vivien გიამბობთ, რაში სჭირდებათ იაპონელებს მარილის სააბაზანო ოთახში დადება.

ერთ–ერთი აშკარა მიზეზი ისაა, რომ მარილი კარგი აბსორბენტია. სააბაზანო ოთახში, სადაც თბილი და ნოტიო გარემოა, უსიამოვნო სუნი, ობი ხშირად გვაწუხებს. მარილი ამ პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. სააბაზანო ოთახში მარილის დადება თანამედროვე ადამიანმა მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით ლოგიკურად ასე შეიძლება ახსნას. ძველად ყველა უსიამოვნებას და წარუმატებლობას ბოროტ სულებს მიაწერდნენ.

იაპონურ კულტურაში მარილი ბევრ ცრურწმენასთან და რიტუალთან ასოცირდება. მაგალითად, სუმოს ბრძოლის წინ რინგზე მარილს ყრიან. საკურთხეველზე მარილს აუცილებლად დებენ.მათი თქმით, მარილი ბოროტ სულებს აფრთხობს და სახლში კეთილდღეობას იზიდავს. მარილის ქისებს ყველა ოთახში ინახავენ, მათ შორის შემოსასვლელში, საძინებელსა და სააბაზანო ოთახშიც. იაპონელებს სჯერათ, რომ მარილი სახლს ცუდი ენერგეტიკისგან წმენდს.საინტერესოა, რომ მარილის რიტუალს რესტორნის მფლობელებიც იყენებენ. მარილის ქისებს შემოსასვლელ კართან კიდებენ. როგორც ამბობენ, კლიენტების მოზიდვაში ეხმარებათ. რას ფიქრობთ მსგავს რიტუალებზე? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!