მთვარის წყალი: სად ავიღოთ და როგორ გამოვიყენოთ

1159

ადრე სავსე მთვარის ჯადოსნური ძალის სჯეროდათ. უძველესი ლეგენდების თანახმად, თვის ყველაზე კაშკაშა ღამეს სასწაულები ხდება. ვინც მამაცია, მთვარის ენერგიის დამორჩილებას ცდილობს. თქვენც სცადეთ! საიდან მოდის მთვარის წყალი და შეუძლია თუ არა მისი მომზადება ეზოთერიკაში გაუთვიცნობიერებულ ადამიანს. Vivien ამის შესახებ გიამბობთ.იცით თუ არა, რომ მთვარე ქალის ენერგიას ფლობს? სწორედ ამიტომ, ქალებზე ძლიერ გავლენას ახდენს. ქალების შინაგან და გარეგნულ სილამაზეს ააქტიურებს, განსაკუთრებით სავსე მთვარის დროს. გირჩევთ, გამოიყენოთ!

რა არის მთვარის წყლის სარგებელი და როგორ გამოვიყენოთ – ძველად მთვარის წყალს სხვადასხვა სფეროში იყენებდნენ. მაგალითად, ქალები ამ წყლით იბანდნენ, სილამაზის შესანარჩუნებლად მთვარის აბაზანებს იღებდნენ. ასეთ წყალს სვამდნენ, ორმაგი სარგებლის მისაღებად ბალახების ჩაის ადუღებდნენ.სახლის ძირეული დალაგებისას მთვარის წყალს აუცილებლად იყენებდნენ. სახლი ენერგეტიკულად რომ გაწმინდოთ, ცოტა მთვარის წყალი სარეცხ საშუალებას დაუმატეთ.აღსანიშნავია, რომ მთვარის ქვეშ დაყენებული წყალი ოთახის მცენარეებისთვის ძალიან სასარგებლოა. ასეთი მორწყვის შემდეგ ყვავილი ზრდას და გამწვანებას აჩქარებს. რა თქმა უნდა, სჯობს წვიმის წყალი დააყენოთ.

როგორ დავმუხტოთ წყალი მთვარის ენერგიით – სუფთა წყალი მინის ჭურჭელში ჩაასხით. სასმელი, წვიმის ან მდინარის წყალი გამოგადგებათ. დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გეგმავთ მის გამოყენებას. ღია ადგილი მოძებნეთ, სადაც ჭურჭელს მთელი ღამე მთვარის შუქი გაანათებს. ამის დადგენა სავსე მთვარემდე 1–2 დღით ადრე შეგიძლიათ. წყალი მთვარის ქვეშ დატოვეთ, აუცილებლად ხმამაღლა თქვით, თუ რისთვის გამოიყენებთ. კონკრეტული განზრახვის გაჟღერებით რიტუალის მოქმედებას გააძლიერებთ. სიტყვაზე, ამ მიზნით წყალს კრისტალებს უმატებენ. ქვა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეარჩიეთ.

ეს მთელი რიტუალია. დილით მთვარის წყალი მზად იქნება. მაშინვე 1 ჭიქა წყალი დალიეთ, სახე დაიბანეთ. მთავარია, რომ წრფელი გულით და ნათელი ფიქრებით გააკეთოთ.