რჩევები, როგორ გარეცხოთ ტყავის ქურთუკი და შარვალი, რომ ახალივით გამოიყურებოდეს

1233

ტყავის ნაწარმი ლამაზი ლუქის შესაქმნელად მოდური მეთოდია. ამ მასალის შარვალი ან ქურთუკი ეფექტურად გამოიყურება, თუ სხვა ტანსაცმელს და აქსესუარს სწორად დაუმატებთ. როგორ გავრეცხოთ ტყავი? არადა ადრე თუ გვიან მოგვიწევს! სამწუხაროდ, ტყავის ნაწარმის სარეცხ მანქანაში გარეცხვა დაუშვებელია. ტანსაცმელი ფორმას კარგავს, უხეშდება და საფირმო ბზინვარებას კარგავს. საბოლოოდ, ნივთი იაფფასიან გარეგნობას იძენს. თანამედროვე სარეცხი საშუალებები ნაზი ტყავისთვის ძალიან უხეშია. Vivien გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ტყავის ტანსაცმელი ისე, რომ არ დააზიანოთ!

როგორ გავრეცხოთ ტყავი დაუზიანებლად: 5 რჩევა

  1. მოამზადეთ – შეძენილი ტყავის ნაწარმი სახლში მოსვლისთანავე დაამუშავეთ. ამისთვის სპეციალური საჟღენთი იყიდება. მისი დახმარებით ტანსაცმელს ჭუჭყს და ტენს მოაშორებთ.
  2. ღრუბელი გამოიყენეთ – მუქ ტყავზე ახალი ლაქები სველი ღრუბლით შეგიძლიათ მოაშოროთ. თუ ღია ტყავი დასვარეთ, გირჩევთ, ტანსაცმელი ქიმწმენდაში წაიღოთ. დროულად იმოქმედეთ, სანამ ჭუჭყი ღრმად ჩაჯდება. სახლში ლაქის დამოუკიდებლად მოშორების მცდელობა სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს.
  3. სწორად გააშრეთ – წვიმის ქვეშ მოყევით და ტყავის შარვალი დასველდა? პირველ რიგში, პირსახოცით გაამშრალეთ. ამის შემდეგ გააშრეთ, მაგრამ მზეს და გათბობის ბატარეას მოარიდეთ.
  4. ნაკეცებისგან – ზოგჯერ ტყავის ტანსაცმელზე ნაკეცები ჩნდება. მათ ასაცილებლად უთოზე „ბეწვის“ რეჟიმი ჩართეთ, ტყავს ზემოდან ქსოვილის რამდენიმე ფენა დაადეთ და დააუთოვეთ.
  5. თუ ტყავი პრიალებს – ამ შემთხვევაში ტყავი აბუსალათინის ზეთით, გლიცერინით ან ვაზელინით გაწმინდეთ. ეს პროდუქტები ტყავს ძველებურ იერს და ფერს დაუბრუნებს.

ზემოთ მოცემული მარტივი წესები დაიცავით, რომ ტყავის ნაწარმის რეცხვამ გარდერობი არ გააფუჭოს. გახსოვდეთ: ვერ ერთი ნივთი სამუდამოდ ვერ გემსახურებათ. ადრე თუ გვიან ტანსაცმლის ჩამოწერა და მათთან დამშვიდობება მოგიწევთ. იცვამთ ტყავის ტანსაცმელს?