კარტოფილი მეაგარაკეებს შორის პოპულარული ბოსტნეულია, ამიტომ კოლორადოს კარტოფილის ხოჭოს წინააღმდეგ ბევრი მეთოდი არსებობს. მაშინვე ქიმიკატის გამოყენება აუცილებელი არაა. Vivien გიზიარებთ 5 ყველაზე გავრცელებულ მეთოდს და თქვენთვის შესაფერისი აირჩიეთ.კოლორადოს ხოჭო კარტოფილის ერთ–ერთი ყველაზე საშიში მტერია. ნაკვეთი ამ მავნებლისგან რომ დაიცვან, მებოსტნეები სხვადასხვა პრევენციულ მეთოდს იყენებენ, მათ შორის მთვარის კალენდრის მიხედვით დათესვას. თუ თავიდან ვერ აიცილეთ, უნდა ებრძოლოთ!
ეფექტური მეთოდები კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ – მავნებლების მექანიკური შეგროვება პლასტმასის ბოთლში – ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც თავისუფალი დრო აქვს. რა თქმა უნდა, შრომატევადია, მაგრამ ეფექტური. ზოგიერთი მეაგარაკე შეგროვებული ხოჭოების საფუძველზე შხამს აყენებს და დაზიანებულ კარტოფილს ნამავს.მებოსტნემ, რომელიც დროს ფეხს უდგამს, იცის: კოლორადოს ხოჭოს მიმართ სრულიად გამძლე კარტოფილის ჯიში არ არსებობს, მაგრამ ზოგი უფრო მდგრადია. მაგალითად: „ნიკულინსკი“, „ტემპი“, „ზარევო“, „ლასუნოკი“, და ა.შ. მათზე ყურადღება გაამახვილეთ, თუ ხოჭოსგან მოსავლის დაცვა გსურთ.
ბოსტანში ხოჭოს გაჩენის თავიდან აცილება რეალურია, თუ შორიახლოს დარგავთ მცენარეებს, რომელიც ხოჭოს არ უყვარს. მაგალითად, სამყურა (სასურველია, თეთრი) რიგებს შორის. ბუჩქების ქვეშ ახალდაკრეფილი ქრისტესისხლა შეგიძლიათ დააწყოთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კოლორადოს ხოჭოსთან საბრძოლველად ხალხური მეთოდები ისეთივე ეფექტურია, როგორც ქიმია. მდოგვი, ნაცარი, ნიგვზის ნაჭუჭი და ხახვი თამამად გამოიყენეთ. თუ ხსნარის მომზადება არ დაგეზარებათ და ნერგებს დაამუშავებთ, კიდევ უკეთესი.თუ გამომგონებლობის ნიჭი გაქვთ, კოლორადოს ხოჭოს შესაგროვებელი მანქანა შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, ძველი ველოსიპედის ნაწილებიდან, ცოცხებიდან და ლითონის ყუთისგან შეგიძლიათ გააკეთოთ მოწყობილობა, რომელიც მებოსტნის ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. დახრაც არ მოგიწევთ: უბრალოდ რიგებს შორის გაიარეთ და მავნებლები შეაგროვეთ!
ექსპერტების შეფასებით, კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ ბიოლოგიური ინსექტიციდები ყველაზე ეფექტურია. მათი უპირობო უპირატესობა ისაა, რომ ნივთიერება კარტოფილზე გავლენას არ ახდენს, ხოლო ხოჭოებს დაუნდობლად ებრძვის. ამ საშუალების დასახელებას აზრი არ აქვს, რადგან ძალიან ბევრია. მათ შერჩევაში მაღაზიის კონსულტანტი დაგეხმარებათ.