რა მოხდება, თუ გარეცხილ ჭურჭელს არ გაამშრალებთ

577

თითქმის ყველა ფილმში, სადაც გმირის ყოველდღიურობაა ნაჩვენები, ვხედავთ, როგორ რეცხავს ვიღაც ჭურჭელს, შემდეგ მაშინვე პირსახოცით ამშრალებს. რა არის ამაში უცნაური? საერთოდ არაფერი! ასეთი მარტივი ქმედება დიასახლისებს შორის კამათს იწვევს. ზოგი ირწმუნება, რომ გარეცხილი ჭურჭლის გამშრალება დროის ხარჯვაა. სხვები თვლიან, რომ ეს აუცილებელია. ვინ არის მართალი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ყველა ისე აკეთებს, როგორც საჭიროდ თვლის და როგორც მისთვის მოსახერხებელია. თუ ვერ გადაწყვიტეთ, რომელ ბანაკს მიემხროთ, Vivien ამ მოქმედების ყველა დადებით და უარყოფით მხარეს განიხილავს. ზოგმა შეიძლება ჩვევის შეცვლა გადაწყვიტოს.

აქვს თუ არა აზრი ჭურჭლის გამშრალებას – თეფშების პირსახოცით გამშრალების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ პროცესი ჰიგიენური არაა. ზედაპირზე შეიძლება ბუსუსები დარჩეს. თან ნაჭრის სალფეთქის ხელმეორე გამოყენებით ჭურჭელზე ბაქტერიები შეიძლება მოხვდეს, რაც კიდევ ერთ პრობლემას, დამატებით ხარჯს გამოიწვევს. პირსახოცი სუფთა რომ იყოს, რეგულარულად უნდა გარეცხოთ. რა თქმა უნდა, ქაღალდის პირსახოცი ან მიკროფიბრის სალფეთქი შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ ეს საკმაოდ ხარჯიანია.

უარყოფითი მხარეების მიუხედავად, მომხრეთა არგუმენტი მეტია:

  1. კარადაში სინესტის უქონლობა. მაღალი ტენიანობის პირობებში მდფ–ს დაფები თანდათან სივდება, რაც ავეჯის გარეგნობას აზიანებს. კარადაში შეიძლება სოკო და ობი გაჩნდეს. ეს უკვე ჯანმრთელობისთვის საშიშია.
  2. ჭურჭელზე ზოლები და წყლის ლაქები არ რჩება. პირსახოცი აშორებს ნადებს, რომელიც ონკანის წყლის მარილების გამო ჩნდება. გამშრალებული ჭურჭელი ბზინავს.
  3. სარეცხი საშუალების და ბაქტერიების ნარჩენების მოშორება. ჩვეულებრივი გავლება გარანტიას არ გაძლევთ, რომ მთელი ქიმია ჩამოირეცხა. სალფეთქით გამშრალება გარანტიას გაძლევთ, რომ არასასურველი ნადები მოშორდა. სუფთა ქსოვილი ზედაპირს 90%–მდე ბაქტერიებს აშორებს.
  4. საშრობის ქვესადგამზე წყალი არ დაგროვდება. დაგუბებულ სითხეს უსიამოვნო სუნი აქვს, ამიტომ მუდმივად უნდა გადაასხათ. 1–2–ჯერ დავიწყება საკმარისია, რომ ობი გავრცელდეს.

როგორ გავამშრალოთ გარეცხილი ჭურჭელი – ჭურჭლის გასაშრობად ნატურალური მასალის პატარა პირსახოცი იდეალურია. ყურადღება მის ჰიგიროსკოპიულობას მიაქციეთ: რაც უფრო მაღალია, მით უკეთესი. ქსოვილი ნიჟარის გვერდით გაშალეთ და მასზე გარეცხილი ჭურჭელი დააწყვეთ. როცა წყლის მთავარი ნაწილი დაიწურება, ჭურჭელი კარადაში შეაწყვეთ. ის, რომელზეც ზოლები ჩანს, საშრობში ჩადეთ. აი, მინა და ლითონი დამატებით აუცილებლად გაამშრალეთ. ქაღალდის პირსახოცი ან მიკროფიბრის სალფეთქი გამოგადგებათ. პროცედურის დასრულების შემდეგ ქსოვილის ნაწარმი გარეცხეთ და გააშრეთ. თავად გადაწყვიტეთ, ჭურჭელს გაამშრალებთ თუ არა. ახლა ამის გაკეთება ჭურჭლის სარეცხი მანქანის მფლობელებისთვის უფრო მარტივია. ტექნიკა ყველაფერს მათ ნაცვლად აკეთებს.