შემწვარი ხახვის სუნი 5 წუთში ქრება: მარტივი და იაფი საშუალება

597

როცა სამზარეულოში კერძებს ვამზადებთ, სახლი სასიამოვნო არომატებით ივსება. მადა თანდათან იღვიძებს და გემრიელი კერძის მოლოდინში ღონე გვეცლება. ნამდვილმა მზარეულებმა იციან, რომ ყველა სუნი ასეთი კარგი არაა. შემწვარი კერძის ჩვეულებრივი სუნი შეიძლება ნამდვილი პრობლემა გახდეს. ის ნივთებში, თმაში სწრაფად იჟღინთება და ცოტა ხნით ჩერდება. რა გავაკეთოთ? შეწვაზე უარი ნამდვილად არ თქვათ. გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, როგორ მოიშორონ უსიამოვნო სუნი სამზარეულოში სწრაფად. თუ ყველა წესს დაიცავთ, უკვე 5 წუთში შემწვარი ხახვის ან დამწვარი ხორცის კვალიც არ დარჩება. Vivien 3 ეფექტურ ხალხურ საშუალებას გიზიარებთ.

როგორ მოვიშოროთ შემწვარი კერძის სუნი სწრაფად – ჰაერის კარგი დამატენიანებელიც მიმწვარი კერძის სუნს სრულად ვერ ანეიტრალებს. უმეტეს შემთხვევაში, საშუალების გამოყენების შემდეგ „არომატი“ უფრო ძლიერდება. ამის თავიდან ასაცილებლად, ოთახი გაანიავეთ. სასურველია, რომ ფანჯარა კერძის შეწვამდე გააღოთ. შემდეგ მძიმე არტილერიაზე გადადით.

  1. სოდა. უნივერსალური ფხვნილი გამოიყენება თითქმის ყველა ხრიკში, რაც სახლის მოწესრიგებას ეხება. ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ. რამდენიმე სუფრის კოვზი სოდა ჭიქაში ან ფინჯანში ჩაყარეთ და გაზქურასთან დადეთ. საშუალება სუნის დიდ ნაწილს შთანთქავს.
  2. ლიმონი. სანამ კერძს ამზადებთ, მეზობელ კონფორზე წყლით სავსე ქვაბი დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. წყალს ლიმონის რამდენიმე ნაჭერი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. სამზარეულოში ციტრუსის არომატი გავრცელდება. თუ ტაფას ყურადღება ვერ მიაქციეთ და პროდუქტი დაწვით, მაშინ წყლიან ქვაბს 1–2 კოვზი სოდა დაუმატეთ. ასე საშუალების ეფექტს გააძლიერებთ.
  3. ძმარი სანელებლებით. წყლით სავსე ქვაბს ცოტა სუფრის ძმარი, რამდენიმე დაფნის ფოთოლი, 0,5 ჩ/კ დარიჩინი და 1 ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ. ნარევი ზუსტად 5 წუთით ხარშეთ, რომ უცხო არომატები მოიშოროთ.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძლიერი სუნებიც მყისიერად ქრება. ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები ხელმისაწვდომია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.