უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 72 დღეა გრძელდება. დღეს სწორედ ეს მსოფლიოს ერთ–ერთი მთავარი გლობალური მოვლენაა, რადგან შედეგები არა მხოლოდ მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. Vivien გიამბობთ, რას ამბობს ამის შესახებ კშიშტოფ იაცკოვსკი.კშიშტოფ იაცკოვსკი თავის ბოლო პროგნოზებში არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მისი სამშობლოს შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ადრე თუ გვიან პოლონეთს თავს დაესხმიან. სავარაუდოდ, ამას რუსეთის ან ბელარუსიის ჯარები განახორციელებენ. ომის გამოსაცხადებლად მიზეზს ძებნას არც დაუწყებენ. საკმარისია, რომ რამდენიმე კლასიკური პროვოკაცია შეაგროვონ.ნათელმხილველი დიდი ხანია ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე ახლა მიმდინარეობს. აქტიური საომარი მოქმედებები უკრაიანში მხოლოდ დასაწყისია. მისი ვარაუდით, მალე ჩინეთის პოზიცია შეიცვლება.
ბოლო დროს იაცკოვსკი ამბობს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებული ხილვები ხშირად აქვს. მის იუთუბ არხზე ახალი ვიდეო გამოჩნდა, სადაც 2022 წლის მაისის პროგნოზებს გვიზიარებს. თვე ახალი დაწყებულია, ამიტომ ერთად გავიგოთ უახლოესი მომავლის პროგნოზი. მისი თქმით, მაისი უკრაინისთვის გარდამტეხი თვე იქნება. თავის ხილვებში ხედავს ბევრ თვითმფრინავს, რომლებიც უკრაინის ცაზე დაფრინავენ. არსებობს ალბათობა, რომ რამდენიმე ქვეყანა ომში ჩაბმას გადაწყვეტს. ნათელმხილველი არ ამბობს, რატომ მოხდება ასე. აქვს ვარაუდი, რომ მიზეზი დონბასში საბრძოლო ვითარებაა.შესაძლოა, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება იმდენად დამძიმდეს, რომ მეზობელი სახელმწიფოების ჩარევა საჭირო გახდეს. კშიშტოფი ხაზს უსვამს, რომ სწრაფად რეაგირება საჭიროა. მოგვიანებით ნატოს 3 ან 4 ქვეყანა მოვლენების განვითარებაზე გავლენის მოხდენას გადაწყვეტს. ნათელმხილველი არ გამორიცხავს, რომ ბრძოლაში მისი სამშობლო, პოლონეთიც ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება და რიგითი უკრაინელები ნატოს უკრაინის თავზე ცის დახურვას სთხოვდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა. რთულია ვივარაუდოთ, რა უნდა მოხდეს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა პოზიცია შეცვალონ. ამავდროულად, ბევრი ევროპული სახელმწიფო და აშშ იარაღით დახმარებას აგრძელებს.დღეს ფრონტზე უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. რუსული ჯარები უკრაინის ქალაქებს ჰაერიდან და ხმელეთიდან ბომბავს. ზოგიერთი ადგილი ოკუპირებულია, მშვიდობიანი მოსახლეობა ისევ იღუპება. ზოგიერთი ქალაქეი მთლიანად ბლოკირებულია, მაგალითად, მარიუპოლი, რომელიც 2 თვეზე მეტია ბლოკადაშია.
კშიშტოფ იაცკოვსკის პროგნოზები კონკრეტული არაა, თუმცა მისი სიტყვები იმედს იძლევა. უკრაინას მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერა და დახმარება დასჭირდება, სანამ ამ ომს არ მოიგებს. გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მალე მოხდება! ყველას მშვიდობას გისურვებთ!