ამ მეზობლების გვერდით პომიდვრის მოსავალი განადგურდება

1513

კვლევის დაგეგმვისას კულტურების თავსებადობა და წინამორბედები უნდა გაითვალისწინოთ. Vivien პომიდვრის კარგი და ცუდი მეზობლების შესახებ გიამბობთ, რომ მდიდარი მოსავალი მიიღოთ.პომიდვრის მეზობლად დარგეთ კულტურები, რომელთაც მსგავსი აგროტექნიკა აქვთ, და ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ. თავსებადობასთან ერთად მეზობელი მცენარის სასარგებლო თვისებებიც გაითვალისწინეთ. შერეული დარგვით ადგილს დაზოგავთ და ორმაგ სარგებელს მიიღებთ.

პომიდვრის კარგი მეზობლები. მის გვერდით შეგიძლიათ დარგოთ სტაფილო, პეკინის კომბოსტო, მარწყვი, პარკოსანი, ნიორი და სალათი. სურნელოვანი ბალახი და საზაფხულო ყვავილები განსაკუთრებით კარგია, რადგან მათი არომატი მავნებლებს და უსიამოვნებს ეფექტურად მოგაშორებთ. ზოგიერთი მეზობელი მცენარე პომიდორს ფესვების ზრდაში ეხმარება. პომიდვრის კარგი მეზობელია მდოგვი, რომელიც ფიტოფთორისგან იცავს და მიწას ამდიდრებს. რეჰანი პომიდორს მავნებლების იცავს, მისი ნაყოფის გემოს აუმჯობესებს. ბარამბო, პიტნა, ქონდარი და სალბიც პომიდვრის ნაყოფს აუმჯობესებს. მის გვერდით ხახვიც შეგიძლიათ დარგოთ. რეკომენდებულია, პომიდვრის გვერდით ხავერდის დარგვა. ყვავილი აგარაკს ამშვენებს და მავნებლებს აფრთხობს.

პომიდვრის ცუდი მეზობლები. მის გვერდით არ უნდა დარგოთ წიწაკა, კარტოფილი, ბადრიჯანი, სიმინდი და ყვავილოვანი კომბოსტო, რადგან პომიდვრის მოსავალს ანადგურებს. ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს ერთი და იგივე დაავადებები აქვთ, რომელიც არასწორი დარგვით ადვილად ვრცელდება. ანტიმეზობლებს შორის კიტრი წამყვან პოზიციას იკავებს. კიტრს სულ სხვა ტენიანობის და ტემპერატურის დონე, ასევე განსხვავებული გრუნტი სჭირდება. მაგალითად, კიტრს აზოტი, ხოლო პომიდორს კალციუმი და ფოსფორი უნდა დაუმატოთ.

გაითვალისწინეთ, სინათლის მოყვარული მცენარეები ჩრდილში არ დარგოთ და მგრძნობიარე მცენარეები პირდაპირი მზის ქვეშ. კაშკაშა სინათლე სჭირდება ბაღჩეულ კულტურებს, კიტრს, წიწაკას, სიმინდს, ბადრიჯანს და პომიდორს.ზემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ, როცა ნაკვეთში კვლების დაგეგმვას დაიწყებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუთავსებელი მცენარეები დაზარალდებიან.

ბონუს რჩევა: პომიდვრის თითოეულ ორმოს 1 მუჭა დაფქვილი ჭვავის ორცხობილა და ცოტა ნაცარი დაუმატეთ, რომ ძლიერი და მდიდარი მოსავალი მიიღოთ. ნერგებს დარგვამდე 2–3 დღით ადრე ქვედა 2–3 ფოთოლი მოაჭერით. ეს მნიშვნელოვანია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს