ყველა, ვისაც სოფელი ან აგარაკი აქვს, სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის. ხილისა და ბოსტნეულის დარგვა, ყვავილების მოვლა, ნაკვეთის მოწესრიგება სასიამოვნო პროცესია. საღამოს გარეთ დაჯდომა, ფინჯანი ყავის დალევა და ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა საამურ განწყობას ქმნის. დამწყები მებოსტნეები სტაფილოს დარგვას თავს არიდებენ, რადგან მისი გაზრდა უჭირთ. Vivien გიზიარებთ ხრიკს კვერცხის უჯრებით, რომლის დახმარებით სტაფილოს მდიდარ მოსავალს მიიღებთ.
ერთსა და იმავე რეგიონში სტაფილო შეიძლება მსხვილი და ლამაზი გაიზარდოს ან საქონლის საჭმელს ჰგავდეს. თქვენ შეიძლება მსგავსი თესლი, მიწა და სასუქი გამოიყენოთ, მაგრამ განსხვავებული შედეგი მიიღოთ. კვერცხის უჯრებში სტაფილოს გაზრდას უპირატესობა აქვს, რომლის შესახებ ქვემოთ გიამბობთ.
სტაფილოს დარგვა კვერცხის უჯრებში – ამ მეთოდით ბოსტნეულის გასაზრდელად დაგჭირდებათ კვერცხის უჯრები, მიწა, სტაფილოს თესლი, მაკრატელი ან დანა.მაკრატლით ან დანით კვერცხის უჯრების ძირები დახვრიტეთ. უჯრები მიწით გაავსეთ და ხელით მსუბუქად დაპრესეთ. ახლა თითოეულ უჯრაში მიწა თითით ჩააღრმავეთ და 1 გრანულა თესლი ჩადეთ. ისევ მიწა მოაყარეთ და ოდნავ დაპრესეთ. ამოთხრილ მიწაში კვერცხის უჯრები ჩააწყვეთ და მიწის ზედაპირთან გაასწორეთ. მორწყვა არ დაგავიწყდეთ.
სტაფილო სწრაფად გაღვივდება, რადგან მუყაო თესლის ტენიანობის დონეს ინარჩუნებს. მუყაოში სარეველები მოხვედრას ვერ ახერხებენ. ამ მარტივი და ეფექტური მეთოდით ბოლოკიც შეგიძლიათ გაზარდოთ.