მელამინის ღრუბელი: რატომ არის ჯერ კიდევ მოთხოვნადი

574

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ სახლში იდეალური წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. საბედნიეროდ, სახლის დასალაგებლად დამხმარე ხელსაწყოები გვაქვს. დამეთანხმეთ, ჯაგრისები, ჩვრები და სალფეთქები ყოფას ამარტივებს. ამ სიას მელამინის ღრუბელი შეგიძლიათ დაუმატოთ. ყველა, ვისაც გამოყენებული აქვს, ირწმუნება, რომ შეუცვლელია ან თვლის, რომ გადაყრილი ფულია. Vivien ეცდება გაარკვიოს, რამდენად ეფექტურია მელამინის ღრუბელი, როგორ და სად გამოვიყენოთ. მელამინის ღრუბელი ჭუჭყთან ბრძოლაში ძვირფასი დამხმარეა. ისეთ ჭუჭყსაც უმკლავდება, რომლის წინაშე უძლიერესი საყოფაცხოვრებო ქიმიაც უძლურია. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად გამოიყენებთ. დღეს სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

როგორ გამოვიყენოთ მელამინის ღრუბელი – მელამინის ღრუბელი დიდხანს რომ გემსახუროთ, რამდენიმე მარტივი წესის დაცვა საკმარისია.

  • პირველ რიგში, ღრუბელს ხელი ძალიან არ მოუჭიროთ, რომ მისი სტრუქტურა არ დაზიანდეს და თვისებები არ დაკარგოს. მეორეც, მელამინის ღრუბელი მთლიანად არ გამოიყენოთ. საშლელივით იშლება. ერთჯერადი გაწმენდისთვის პატარა ნაჭერი მოაჭერით.
  • გამოყენების წინ წყლით დაასველეთ და ნაზად გაწურეთ.
  • მელამინის ღრუბლის გამოყენებისას თავი რომ დაიცვათ, ხელთათმანების გაკეთება არ დაგავიწყდეთ. ასე მავნე მელამინი კანზე არ მოხვდება.

რისთვის გამოვიყენოთ მელამინის ღრუბელი – მელამინის ღრუბლით სახლს ძალიან სწრაფად და მინიმალური ძალისხმევით დაალაგებთ. სხვა ყველაფერთან ერთად, შემდეგი მიზნებისთვის იყენებენ:

  • მელამინის ნაწარმი სამზარეულოს ეფექტურად აწესრიგებს. მაგალითად, მისი დახმარებით ქურას სწრაფად, ეფექტურად და ქიმიური საწმენდი საშუალებების გამოყენების გარეშე გაწმენდთ. აშორებს ცხიმს, ნამწვს, ჭვარტლს, კირის ნადებს, ჟანგს.
  • ალუმინის და უჟანგავი ფოლადის ჭურჭელს სასწაული ღრუბელი გააცანით და სამზარეულოს ინვენტარს ვეღარ იცნობთ. ქვაბები და ტაფები ახალივით იბრწყინებს. ოღონდ მხოლოდ გარედან გაწმინდეთ. მელამინის ღრუბლით არ გაწმინდოთ ჭურჭელი, რომელსაც საკვებად იყენებთ. მელამინმა ზედაპირზე შეიძლება მავნე ნაწილაკები დატოვოს.
  • ღრუბელი პლასტმასის ფანჯრის რაფებს და ჩარჩოებს იდეალურად წმენდს.
  • იატაკს ლაქები, ზოლები, ფეხსაცმლის კვალი მელამინის საშლელით სწრაფად მოშორდება.
  • მელნის და ფლომასტერის კვალსაც წმენდს, ქრომირებულ საგნებს ბზინვარებამდე აპრიალებს, შპალერს ლაქებს აშორებს.

ამ სასწაული საშუალების გამოყენება ისწავლეთ და ნახავთ, რომ მალე სახლის დალაგება სიხარულს მოგანიჭებთ. იყენებთ მელამინის ღრუბელს? როგორ ფიქრობთ, შეუცვლელია თუ გადაყრილი ფული?