საუკეთესო მეთოდი თუჯის ტაფის გასაწმენდად

1235

ალბათ, სახლში ყველას აქვს თუჯის ტაფა, მაგრამ ახლა ბევრი ადამიანი მას არ იყენებს და სულ ტყუილად. ოდესღაც ბებიას ნაჩუქარ ორ თუჯის ტაფას ასე ვინახავდი. დიდხანს გადაგდებას ვერ ვბედავდი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ 20 წლის ნამწვის სქელ ფენას ვერ ვუმკლავდებოდი, დამშვიდობება მომიწია. ახლა ვნანობ, რადგან გავიგე, როგორ გავწმინდო თუჯის ტაფა ძველი ცხიმისგან ერთ საათში.

როგორ გავწმინდოთ თუჯის ტაფა – კარგი ტაფა ანტიმიწვის საფარით ძვირი ღირს. როცა მაღაზიაში 3-ჯერ უფრო იაფ ალტერნატივას ხედავთ, ფიქრობთ, რომ მომგებიანი შენაძენია. სახლში გახარებული მოდიხართ და ფიქრობთ, რომ კერძს უზეთოდ მოამზადებთ. 1-2 თვე გადის და ტაფაზე ანტიმიწვის საფარი ქრება. კვერცხი, კარტოფილი, ხორცი – ყველაფერი ტაფას ეკვრის.სიტყვაზე, ტაფა თუნდაც გამოყენებისთანავე გარეცხოთ, რთულად მოსაშორებელი ლაქები მაინც შეიძლება შეამჩნიოთ. იგივე ისტორიაა თუჯის ტაფასთან, ოღონდ თუჯი მოდური ტაფისგან განსხვავებით შეძენიდან 20 წლის შემდეგაც მშვენიერია.

ჩამჯდარი ცხიმის მოსაშორებლად არა ერთი საშუალება გამოვცადე: სოდა, ძმარი, ქურის და ღუმელის საწმენდი ძლიერი ქიმია და უშედეგოდ. ყველა მეთოდი დროს და ძალას მოითხოვს. ძალის გამოყენებითაც ტაფის გაწმენდა შეუძლებელია. არსებობს მეთოდი, რომელიც შესაფერისია ყველა ჭურჭლისთვის, რომელსაც შიგნით სპეციალური საფარი არ აქვს.ძველი ცხიმის გასაქრობად საღებავის მოსაშორებელი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქიმიური საშუალება სხვადასხვა ზედაპირს საღებავის, ლაქის და პრაიმერის რამდენიმე ფენას აშორებს. მის შეძენას სამშენებლო მაღაზიებში შეძლებთ. თეთრები ღირს და დიდხანს გეყოფათ. სპრეის, გელის ან სითხის სახით იყიდება. ასევე სხვადასხვა მასალის მიხედვით იყოფა. ჩვენ ლითონის ნაწარმისთვის განკუთვნილი საღებავის მოსაშორებელი დაგვჭირდება.სანამ საქმეს შეუდგებით, სასუნთქი გზების, თვალის და ხელის კანის დაცვაზე იზრუნეთ. დამცავი სათვალე, რესპირატორი და ხელთათმანი გაიკეთეთ. ზედაპირს, სადაც თუჯის ტაფის გაწმენდას აპირებთ, დიდი პარკი ან მუშამბა გადააფარეთ. პარკი ისეთი უნდა იყოს, რომ ტაფა ერთ ნაწილზე სრულად მოთავსდეს და მეორე ნაწილი მთლიანად გადაეფაროს.

გამოცდილი საშუალება – საღებავის მოსაშორებელი ტაფას ყველა მხრიდან წაუსვით. გელის შემთხვევაში, ფუნჯით გადაანაწილეთ. კარგად რომ იმოქმედოს, ოთახის ტემპერატურაზე იმუშავეთ. ხსნარი ოდნავ შეათბეთ, თბილი წყლის კონტეინერში მოათავსეთ. წასმის შემდეგ ტაფას პარკი დააფარეთ და 30-60 წუთით გააჩერეთ.

1 საათში ცხიმი მთლიანად დაიშლება, ჭუჭყის ფენა შეგიძლიათ ფითხით მოაშოროთ, შემდეგ ჩვრით გაწმინდოთ. ძირითადი წმენდის შემდეგ შეიძლება პატარა მუქი ლაქები დარჩეს, რომლის მოშორებას ლითონის სახეხით შეძლებთ. ტაფა ჭურჭლის სარეცხი გელით გარეცხეთ, შემდეგ გაამშრალეთ.თუჯის ტაფას მცენარეული ზეთი წაუსვით და ქურაზე ან ღუმელში რამდენიმე წუთით გააცხელეთ. ასე ლითონს კოროზიისგან დაიცავთ და საჭმელი ტაფას არ მიეკვრება. თუ საჭმელი მაინც ეკვრის, პროცედურა გაიმეორეთ.

რედაქციის რჩევა – ნამწვის მოსაშორებლად ძალიან კარგი საშუალება არსებობს. თუ გაქვთ საყვარელი დამხმარე, რომელიც ტაფაზე ნამწვის გარდა ყველაფერს უმკლავდება, ტაფა გააცხელეთ და საშუალება ჭუჭყიან ადგილას წაუსვით. 5-10 წუთით გააჩერეთ, რომ ქიმიური რეაქცია მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი გაგაოცებთ. ტაფის გაცხელება საყოფაცხოვრებო ქიმიის მოქმედებას აძლიერებს.