ბავშვის გაჩენა კრიზისულ პერიოდში: ღირს თუ არა

634

ბევრი ახალგაზრდა წყვილი ფიქრობს, ღირს თუ არა ბავშვის გაჩენა ამ რთულ პერიოდში. ცოტა ხნის წინ, მთელ მსოფლიოში ერთი პრობლემა ტრიალებდა და ახლა მსოფლიოს დიდ ნაწილს მშვიდად დაძინება არ შეუძლია, თავშესაფრებში ცხოვრობს და ეშინია, რომ დილით ვერ გაიღვიძებს.შვილების გაჩენის სურვილი ჩვენ ბუნებაშია. ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ამ სიყვარულის გამოხატვა ყველა ასპექტით სურთ. მათ სურთ დაქორწინება, ლამაზი ქორწილის გადახდა, ერთად ცხოვრება, რომ ყოველი თავისუფალი წუთი ერთმანეთს დაუთმონ. რა თქმა უნდა, წყვილს საერთო შვილის ყოლა სურს, რომ მასში მათ სიყვარულს ხორცი შეასხან. ახალი ადამიანისთვის სიცოცხლის მიცემის სურვილი მშვენიერია.

ახლა ბევრი საღად აზროვნებას ცდილობს. რთული დრო დადგა. კარგია თუ არა ბავშვისთვის ამ რთულ პერიოდში დაბადება? ერთია, როცა ამ რთულ დროს ორსულად იყავით. არიან ოჯახები, რომლებიც ახლახანს შეიქმნენ და ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ემზადებიან.მთავარი პრობლემა ბუნდოვანი მომავალია. არ ვიცით, რა გველის ხვალ და დადგება თუ არა ხვალ საერთოდ. ღირს ამ დროს ბავშვის გაჩენაზე ფიქრი? ვთვლი, რომ ღირს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა უნდა გაითვალისწინოთ.

რა გჭირდებათ ახლა ბავშვის გასაჩენად? – ერთ–ერთია სტაბილური ფინანსური მდგომარეობა. პრაგმატულად ჟღერს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ. თუ ცოლ–ქმარი ფულს კარგად შოულობს, რომ რთულ დროში ფეხზე მყარად იდგეს, ბავშვის გაჩენაზე დაფიქრება შეიძლება. ახალი სიცოცხლის გაჩენას ვარდისფერი სათვალით არ შეხედოთ. ბავშვი დიდ ხარჯებს ნიშნავს.ფულის გარდა, მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად გრძნობთ თავს ერთად. წყვილი ურთიერთობასა და სიყვარულის სიძლიერეში დარწმუნებული უნდა იყოს. გახსოვდეთ, რომ ბავშვს სრულფასოვანი ოჯახი სჭირდება, რომელშიც თითოეული თავის წილ სიყვარულს, სითბოს, ყურადღებს და, რაც ახლა მნიშვნელოვანია, იმედს გაიღებს.

გულწრფელობაც მნიშვნელოვანია, რაშიც ოჯახის გაზრდის შესახებ გულახდილ საუბრებს ვგულისხმობთ. ხშირად ისე ხდება, რომ ერთ–ერთი პარტნიორი მეორეს სურვილებს ეგუება და საკუთარ სურვილებს თრგუნავს. მაგალითად, ასე ხდება, როცა ქალს ეშინია, რომ მამაკაცი მიატოვებს, თუ ბავშვებს არ აჩუქებს. ეს ბავშვის გაჩენის მიზეზი არ უნდა იყოს.ერთადერთი მიზეზი ამ სამყაროში ბედნიერი ადამიანის დაბადების სურვილია. შვილებს არ ვაჩენთ იმისთვის, რომ რაიმე მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ, ან სიბერეში ჩვენზე იზრუნონ. შვილებს ჩვენ მიმართ ვალდებულება არ აქვთ, მხოლოდ ის, რომ საკუთარი ბედნიერება იპოვონ.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – უსარგებლოა ლოდინი, როდის დალაგდება სიტუაცია და მხოლოდ სიმშვიდე დაისადგურებს. რაღაც მშფოთვარე მოვლენა ყოველთვის მოხდება. ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ და ბავშვის გაჩენისთვის ყოველმხრივ მოემზადეთ. ხომ არ გსურთ, რომ თქვენი შვილი შიმშილობდეს ან ჩასაცმელი არ ჰქონდეს. გვსურს, რომ შვილებს ყველაფერი საუკეთესო მივცეთ. ამისთვის რესურსები გვჭირდება.უნდა გესმოდეთ, რომ რესურსებში მხოლოდ ფული არ იგულისხმება. ესაა მენტალური ენერგია, რომელიც თავადაც შეიძლება არ გყოფნიდეთ. ამ შემთხვევაში ბავშვის გაჩენა სჯობს დროებით გადადოთ. რთულია, ბავშვს სიყვარული მისცეთ, თუ საკუთარ თავს მცირე სიყვარულსაც ვერ ჩუქნით. ჩვენ შვილებისთვის მთავარი მაგალითი ვართ. შვილს ვაჩვენებთ, როგორ უნდა უყვარდეს და დააფასოს საკუთარი თავი.

შეიძლება თუ არა ახლა ბავშვის გაჩენა? ერთმნიშვნელოდ, დიახ, თუმცა სჯობს ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ და არ აჩქარდეთ.